,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა. 


პრემიერის თქმით, არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, ასევე როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.


„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია. ზუსტად დავთვალეთ, რას გამოიწვევდა დიასპორის არმონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ მათი არმონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისაგან. ჩვენ ყველგან ვცდილობთ, რომ განვამტკიცოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. როცა საქმე ეხება ამ რეგულაციას, გვაქვს ორი არგუმენტი - ერთი არის ის, რომ არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია, იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი, დიასპორის  წარმომადგენელი ამა თუ იმ ფორმით ექცევა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ.  მეორე არგუმენტი უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს წვდომა ინფორმაციის მთავარ წყაროზე. ერთადერთი გაუფილტრავი ინფორმაციის წყარო არის ის გარემო, სადაც შენ ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოო არჩევანს. თუ ადამიანს არ აქვს წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციის წყაროზე, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი.

„რომ გადავხედოთ შედეგებს, მხოლოდ „ნაცმოძრაობამ" და „ახალმა" მიიღეს 53% საზღვარგარეთ. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს რომ გადაეწყვიტათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედი. საქართველოსი მცხოვრები ადამიანების 54%-ს არ უნდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, იმიტომ, რომ ახსოვს, რა უბედურებასთან იყო დაკავშირებული მათი მმართველობა. დღესაც თავისი თვალით უყურებს, რა ხდება ქვეყანაში და რას აკეთებენ ეს ადამიანები. აქვთ წვდომა გაუფილტრავ ინფორმაციაზე. ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ყველაზე მეტად აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვიტოს საკუთარი ბედი. ეს არასწორია, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ ვამბობთ ერთ რამეს - როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.




მსგავსი სიახლეები
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა