,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან და ეს არის ხელოვნური პროცესი. 

„ყველაფერი რომ მიანდო ჯანსაღ შიდა კონკურენციას, ბაზრის პრინციპი მოქმედებს პოლიტიკაშიც, რომ თვითონ ხარისხის დახვეწას უზრუნველყოფს ის კონკურენცია, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს. აქ ეს პრინციპი არ მუშაობს, იმიტომ, რომ  ოპოზიციის მხარეს ყველაფერი ლაგდება ქვეყნის გარედან.  იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს, შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე, გეგმებს უწერენ, მესიჯების დონეზე უდგენენ ტექსტებს და ა.შ. ყველაფერი ხდება გარედან. ასეთ პირობებში კონკურენცია ვერ ქმნის ჯანსაღ სპექტრს. მათ შორის, პერსონალურ დონეზეც რომ დავიდეთ, გარედან რომ არ ინიშნებოდეს ოპოზიცია, მაგალითად, ქვეყნის შიგნით ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, ნებისმიერი ლიდერი ავიღოთ მათი, მაგალითად ხაზარაძე, პირობითად, რომ ავიღოთ მისი პარტიის წარმომადგენლები, ისინი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, იმ წარმატებასაც კი, რაც ჰქონდათ, ცნობადი პოლიტიკოსები საერთოდ ვერ გახდებოდნენ. გარედან დანიშნეს და ამიტომ მიიღეს ის არაჯანსაღი სურათი. ბოკერია რომ ავიღოთ, ქვეყნის გარედან რომ არ ნიშნავდნენ ასეთ პოლიტიკოსს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ასეთი პოლიტიკოსი, სრულიად დეგრადირებული და ფასეულობებისგან დაცლილი, არის მიუღებელი, მაგრამ გარედან დანიშნეს, რომ ამას უნდა ჰქონდეს თავისი სიტყვა სათქმელი.
რაც შეეხება მომავალს. სწორედ ამიტომ ვუყურებთ ჩვენ ოპტიმისტურად მომავალს, რომ ეს პროცესი გვაქვს დაწყებული, რაც დაკავშირებულია კონკრეტული 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან. ჩვენ ჩაგვტოვეს ჩაკეტილ წრეზე 2012 წლიდან მოყოლებული. ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობა" იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, მაგრამ თქვეს, რომ ესენი უნდა დარჩნენ ოპოზიციაში, თან მაშინ რთული ვითარება იყო, პირველი 4 წელი იყო კოალიცია და რადიკალური ნაბიჯები ვერ გადაიდგმებოდა, მათ შორის, პარტიის აკრძალვის ნაწილში, მერე კიდე სხვა სირთულეები იყო. ამიტომ, ჩვენ გარედან თავს მოგვახვიეს ეს ე.წ. კოჰაბიტაცია და  ჩაგვტოვეს ამ ჩაკეტილ წრეზე, სადაც დღემდე ვტრიალებთ. ამის გამოა, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ვერ ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ დაწყებული გვაქვს ახლა ახალი პროცესი, რაც დაკავშირებულია ამ არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვასთან. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მაშინვე ეს დემოკრატიული  კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დერმოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაკეტილ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული", -  განაცხადა პრემიერმა.




მსგავსი სიახლეები
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა