,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი

 

სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის  მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, არის ასეთი პრაქტიკა, როცა კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი.

 

„სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით. გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ხაზარაძემ დაიწყო ეს კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე იგივე მოთხოვნა. იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების ან ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში. რატომ დამალა? რატომ იყო გაუმჭვირვალე ეს კონტაქტი. 33% არის ჩვენი წილი. თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროვებინა. მათი თანხმობით ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ ამ კომპანიას სხვა ქვეყანაში შესვლა მოუნდეს და სურდეს, რომ იქ სახელმწიფოს დაუტოვოს არა 33%, არამედ მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, თითქოს ეს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობას - არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში", - განაცხადა პრემიერმა.  

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა