,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს დაიცავს, შენს მშვიდობას დაიცავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, ე.წ მაიდნის შემდეგ ქვეყანაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აღარავინ აიღო.
„გავიხსენოთ მაიდანი. ქვეყნის გარედან მოეწყო რევოლუცია, ე,წ მაიდანი და ვინც ეს რევოლუცია მოაწყო, იმან პასუხისმგებლობა აღარ აიღო იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო მოგვიანებით უკრაინაში და რა მოხდა - მაიდანი დასრულდა, იქიდან ერთ კვირაში დაიწყო პირველი ომი დონბასში, ამას მოჰყვა შემდეგ 2022 წლის მეორე ომი, რაც იყო ამ ჯაჭვის გაგრძელება. პასუხისმგებლობა რატომ არ აიღეს, ხელისუფლება რომ შეცვალეს, ხომ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ამაზე? არავინ აიღო პასუხისმგებლობა. ამიტომ, ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს დაიცავს, შენს მშვიდობას დაიცავს. რაც შეეხება ომს, ძალიან მძიმედ ვითარდება პროცესები. თავისთავად, უკრაინა და უკრაინელი ხალხი არის ამ ვითარების ძალიან მძიმე მსხვერპლი, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ულამაზესი ქვეყანა, არაჩვეულებრივი ხალხი და ქვეყანა მიწასთან გაასწორეს და პასუხისმგებლობას ამაზე არავინ იღებს. ვინც მაიდანი მოაწყო, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს. რუსეთსაც დაუმძიმა ამ ომმა მდგომარეობა, რადგან შეეძლო, ეკონომიკურად სხვანაირად წაეყვანა პროცესები და დღეს გაჩერებულია ერთ ადგილზე რუსეთის ეკონომიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი მსხვერპლი ევროპაა.
„2008 წლიდან დაიწყო პროცესები. მანამდე ევროპაში იყო უწყვეტი მშვიდობა. მთავარი, რითაც მიაღწია ევროპამ კეთილდღეობის ამ მასშტაბს, მას ჰქონდა უწყვეტი მშვიდობა 1945 წლიდან. ამით შექმნეს კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი. ამის შემდეგ იწყება აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული პროცესების საფუძველზე ომები. პირველი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე იყო რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე იყო რუსეთ-უკრაინის მეორე ომი და ამან დაარღვია მშვიდობა მთლიანად კონტინენტზე. ამაში ჩართეს მთლიანად ევროკავშირი თავისი წევრი ქვეყნებით ამა თუ იმ ფორმით და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უკრაინა ომის დაწყებამდე იყო 200 მილიარდამდე, რუსეთის ეკონომიკა იყო 3 ტრილიონამდე, ეს იმდენად დიდი სამიზნე არ იყოს იმ ძალებისთვის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მთავარი სამიზნე იყო ევროკავშირი.
2008 წლამდე ევროკავშირს ჰქონდა 2 მთავარი სიძლიერე. ერთი ეს იყო კეთილდღეობის მაღალი ხარისხი, პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში ევროკავშირი ცხოვრების დონით, მთლიანი შიდა პროდუქტით, უსწრებდა აშშ-ს, ბევრად უსწრებდა ჩინეთს, სხვა ქვეყნებზე აღარ არის საუბარი და მეორე - ჰქონდა ყველაზე ძლიერი იდენტობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თავისი კულტურით, ეროვნული, რელიგიური, ყველანაირი იდენტობით. რა ხდება დღეს - შერყეული კეთილდღეობა და შერყეული იდენტობა. აი, ამას მიაღწიეს საბოლოო ჯამში კონკრეტულმა ძალებმა, არაფორმალურმა მმართველებმა. აშშ-ში ამ ძალას დიფ სთეითს ეძახიან, მაგრამ მე ეს ტერმინი არ მომწონს, რადგან ეს არის მხოლოდ აისბერგის თავი, სინამდვილეში მთავარი არის ის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. აქ არის საუბარი ოლიგარქიულ, არაფორმალურ გავლენებზე, რომლებმაც ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანეს კონკრეტულად ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა