,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული და იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას.
„ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა. მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას და ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით, უბრალოდ დავინახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეუძლებელი იყო უკვე რაღაცაზე არ საუბარი. საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება თანამედროვე სამყარო, რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო. ეს იყო მთავარი.
ყველას გვახსოვს, არათუ რეზოლუციაზეა საუბარი, ერთი ევროპარლამენტარი, ან ერთი სენატორი რაღაცას რომ იტყოდა, ეს იწვევდა საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას და მთელი ერთთვიანი დღის წესრიგი შეიძლება, განესაზღვრა ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას. პატარა ქვეყანა ვართ და რაღაც კუთხით გასაგებია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შემზადება, საზოგადოების ინფორმირება და ჩვენ ეს შევძელით. რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია სრული შეიძლება, ესეც არ იყო, ბევრ რამეზე დღესაც ვერ ვსაუბრობთ, რადგან სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ საზოგადოებას მივაწოდეთ ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული. იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება. აქ საზოგადოების ინფორმირება იყო მთავარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი
შუა დერეფნის მიმართულებით აშშ განაგრძობს საქართველოსა და მთლიანი რეგიონის მხარდაჭერას კონკრეტული ინვესტიციებით -აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი
თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია, სიმართლის მოსმენა არ უნდათ და ამიტომ გადადეს შეხვედრა -ირაკლი ზარქუა
ჩვენი შვილები არ წავლენ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი მოდ ბრეჟო
"ევროპის სახალხო პარტია"ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
რომელიმე ელჩს თუ აქვს რადიკალურ ჯგუფებთან კონტაქტის სურვილი, მისი თავისუფლებაა, შეხვდეს, მაგრამ შეეგუოს იმასაც, რომ გვექნება კომენტარი და რეაქცია -შალვა პაპუაშვილი
ვისურვებდი, საქართველოს მართავდეს არა მოღალატეთა ბანდა, არამედ ძალა, რომელიც თავისუფალი სამყაროს და თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მხარეს არის-თინა ბოკუჩავა