Silk Way Star-ის გრანდიოზული ფინალი
საერთაშორისო მუსიკალური შოუ Silk Way Star დიდ ფინალს უახლოვდება! ფინალში შვიდი მონაწილე გავიდა. ფინალისტები არიან:
• ალემი (Alem) – ყაზახეთი
• იაზმინ აზიზი (Yazmin Aziz) – მალაიზია
• ავთანდილ აბესლამიძე – საქართველო
• მიშელ ჯოზეფი (Michelle Joseph) – მონღოლეთი
• ჟანგ ჰე სიუანი (Zhang He Xuan) – ჩინეთი
• სარო გევორგიანი (Saro Gevorgian) – სომხეთი
• მადინაბონუ ადილოვა (Madinabonu Adylova) – უზბეკეთი
მეცხრე, ბოლოსწინა ეპიზოდში, მონაწილეებმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა გაიარეს. მათ იმღერეს ყაზახური ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად: 6elucci, A.Z., მარჟან არაპბაევა (Marzhan Arapbayeva), მონა სონგზ (Mona Songz). ფინალისტებმა შეასრულეს როგორც საკუთარი სიმღერები, ასევე ხალხური კომპოზიციები და თავიანთი ქვეყნების ჰიტები. თითოეულმა კონკურსანტმა შეძლო საკუთარი სტილის შენარჩუნება და დუეტში თავისი უნარების წარმოჩენა.
მასშტაბური მუსიკალური კონკურსი 12 ქვეყნის ნიჭიერ შემსრულებლებს აერთიანებს: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მალაიზია, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და სამხრეთ კორეა.
"Silk Way Star" პირველი ერთობლივი მუსიკალური პროექტია, რომელშიც ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ჩინეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მაყურებელს შოუს ეპიზოდების ნახვა შეეძლო ტელეარხ Jibek Joly / Silk Way-ისა და მონაწილე ქვეყნების ტელეკომპანიების ეთერში.
დღეს, 22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ტელეარხ Jibek Joly მაყურებელს შესთავაზებს შოუ "Silk Way Star"-ის ფინალს, რომელმაც მილიონობით გული დაიპყრო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შოუს შედეგებზე გავლენის მოხდენა მაყურებელსაც შეუძლია — ხმა საკუთარ ფავორიტს შეგიძლიათ მისცეთ Silk Way Star-ის ვებგვერდზე: https://silkwaystar.org/kk.
უკვე 9 კვირის განმავლობაში, ეროვნული მაუწყებელი Georgian Times გთავაზობთ საერთაშორისო მუსიკალური პროექტის Silk Way Star-ის ქართულად ადაპტირებულ, თარგმნილ და გახმოვანებულ ვერსიას.
❗ 22 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, Georgian Times-ის ეთერში გთავაზობთ ნახევარფინალს, სადაც გაირკვევა გადავა თუ არა საქართველოს წარმომადგენელი, ავთანდილ აბესლამიძე, ფინალში.
მსგავსი სიახლეები
Silk Way Star-ის გრანდიოზული ფინალი
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა
24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" – 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" – 10 000 ლარით დააჯარიმა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის უზრუნველყოფა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება
საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს ციფრი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს-ალექსანდრე დარახველიძე
რაც უნდა ვიცოდეთ ბუასილზე და როგორ ვიმოქმედოთ დროულად
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორისაა