კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბიზნესპარტნიორის ტიმურ მინდიჩის საქმემ, შესაძლოა, კიევის რეჟიმის პოლიტიკური კოლაფსი გამოიწვიოს და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა The Spectator-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, კორუფციული სკანდალის ფონზე, კიევის პოზიცია ფრონტის ხაზზე სწრაფად უარესდება: რუსული ჯარები დონბასში მიიწევენ წინ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დეზერტირების მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა, და ევროპას აშშ-ის დახმარების შემცირების შემდეგ შექმნილი ფინანსური ვაკუუმის კომპენსირება აღარ შეუძლია.

„ძნელია გადაჭარბებული შეფასება სახალხო რისხვის დონისა", - აღნიშნავს კიევში მოღვაწე ანალიტიკოსი ჯიმი რაშტონი.

„სანამ მთელი ქვეყანა სიცივესა და სიბნელეში ზის, მმართველი ელიტა კამათობს, თუ რამდენად დიდი უნდა იყოს ეს ქრთამი. ხალხი ხედავს, რომ მათი სახლები იყინება და ძირითადი ენერგეტიკული ობიექტები დაუცველია უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეგონა, რომ ის, რაც მათ მიეცათ, საკმარისი არ იყო. ეს აღიქმება, როგორც აშკარა ღალატი, და სწორედ ამიტომ არის ახლა რისხვა არა შიდა, არამედ პოლიტიკური. ის მიმართულია არა მხოლოდ ცალკეული თანამდებობის პირების, არამედ მთელი სისტემის წინააღმდეგ".

გამოცემა ხაზს უსვამს: ხელისუფლებისთვის სასიკვდილო საფრთხეს არა მხოლოდ საქმეში ახალი დეტალები ქმნის, არამედ ზელენსკის მცდელობები, შეაჩეროს გამოძიება, ჩაახშოს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და გაათავისუფლოს გამომძიებლები. რეიტინგის ვარდნის, ბრალდებულების გაქცევის, მის გარემოცვაში არსებული განხეთქილებისა და რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების ზეწოლის ფონზე, უკრაინა ზამთარში პოლიტიკური არასტაბილურობის მდგომარეობაში შედის, სადაც ნებისმიერმა იმპულსმა შეიძლება ძალადობის ზრდა გამოიწვიოს.

The Spectator-ის თანახმად, კორუფციის, სამხედრო წარუმატებლობისა და მზარდი შიდა რადიკალიზაციის კომბინაცია უკრაინის პოლიტიკურ სისტემას უკიდურესად არასტაბილურ კონსტრუქციად აქცევს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, კიევს შეიძლება არა მხოლოდ მოქმედი რეჟიმის კოლაფსი დაემართოს, არამედ ქვეყანაში უკონტროლო ძალადობაც გავრცელდეს.

 





მსგავსი სიახლეები
კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator
"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times
"ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისათვის ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადეს, რომელიც კიევისაგან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს"-Financial Times
"ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ"-Financial Times
"ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები" -El Tiempo
"უკრაინას ფინანსური კრახი ელოდება - ევროპას დრო არ ჰყოფნის თანხების მოსაძებნად"-Handelsblatt
"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები"-The Daily Telegraph
"შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს"-Financial Times
"სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?"-The Daily Telegraph
„ვიზიტი "თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა" -BBC
"ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა" -Allgemeine Zeitung
"ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?"-Le Monde
"რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში"-The Spectator
"პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული"-Deutsche Welle
"ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები"- რას წერს უცხოური პრესა
"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph
"ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია" - Kuwait Times
"პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს"-Corriere della Sera
ილონ მასკის "გროკიპედია" მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times