სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა-ირაკლი ფავლენიშვილი

უკრაინას კონკრეტულ მომენტებში ძალიან მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის ზამთრის პირობებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევს.

„ძალიან სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა. ეს ყველაზე წითელი ხაზია ჩემთვის და არასოდეს წარმომიდგენია თავი იმ მდგომარეობაში, რომ მიხაროდეს ჩემი ქვეყნის მტრის, ოკუპანტის, რაიმე ტიპის სასარგებლო და თავისუფლებისთვის მებრძოლი ერისთვის ნეგატიური ინფორმაცია. ესაა მთავარი უბედურება რაც ამ ქვეყანას სჭირს.

ომი რთულია, თუმცა რუსეთი სტრატეგიულ მიზანს ვერ აღწევს. რუსეთის გამარჯვება იქნება მიზნების შესრულება, რაც არის დემილიტარიზაცია, მათ შორის კიევის აღება, უკრაინული სახელმწიფოებრიობის განადგურება, მაგრამ ამას ვერ აღწევს. არცერთი პოლიტიკური გამოცემა და ავტორიტეტული ექსპერტი არ თვლის, რომ რუსეთი მოგებულია, თუნდაც ამ მოცემულობაში. მას სხვა სტრატეგიული მიზნები ჰქონდა ომის დასაწყისში. რაც შეეხება უკრაინას, ახლა რთული მომენტია, თუმცა ომი იმ ძალასთან რომელიც აღიარებული იყო ერთ-ერთ წამყვან სამხედრო ძალად მსოფლიოში, რთულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მიაღწევს თავის იმპერიულ ამბიციას და უკრაინაში მიაღწევს დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას ან უკრაინული სახელმწიფოებრიობა აღარ იქნება, ან უკრაინას ათქმევინებს უარს დასავლურ ინტეგრაციასა და სუვერენულ პოლიტიკაზე ძალიან ცდება. რუსები ამ ომში აუცილებლად დამარცხდებიან და მარცხდებიან კიდევაც. უკრაინას კონკრეტულ მომენტებში ძალიან მძიმე გამოწვევები აქვს, მათ შორის ახლა, ზამთრის პირობებში, რუსული აგრესიის პირობებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხდება", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა" სამუშაო ვერსიაა და დოკუმენტში ბევრი რამ შეიცვლება.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას", არის პუნქტები, რომლებიც უკრაინისთვის მიუღებელია, შესაბამისად ჩვენთვისაც მიუღებელია. სუვერენული ქვეყანა იბრძვის თავისუფლებისთვის. მარკო რუბიომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, ეს არის „დრაფტი" და არა საბოლოო ვერსია, ბევრი რამე შეიცვლება. არის პუნქტები, რომლებიც მიუღებელია რუსებისთვის და არის ისეთები , რომლებიც მიუღებელი იქნება უკრაინელებისთვის. საბოლოო ვერსია როცა იქნება, ამაზე უკვე შეგვიძლია შემდეგში გავაკეთოთ კომენტარი", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული-შალვა პაპუაშვილი
სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა-ირაკლი ფავლენიშვილი
საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე-შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელში იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ, ეს არის დიალოგისგან სუსტის გაქცევა -შალვა პაპუაშვილი
ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის-შალვა პაპუაშვილი
უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ომი ჩიხშია შესული, სწორედ ეს უნდოდათ, საქართველოში მომხდარიყო, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანას ეს თავიდან აარიდა -შალვა პაპუაშვილი
პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ -სალომე ზურაბიშვილი
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი
,, ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა''- ირაკლი კობახიძე
,,ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება,''- პრემიერი
,,სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ - ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა''- პრემიერი
,,ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული''- ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
,, მითს არაბიზაციის თაობაზე საერთოდ არავითარი საფუძველი არ აქვს''-
,,ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია''- პრემიერი
,,არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია''- ირაკლი კობახიძე -
„იგლ ჰილსის“ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა'' პრემიერი
,, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე''- ეკა სეფაშვილი