გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -"საზოგადოება ივერიისა"

გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს - წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა, - ამის შესახებ ნათქვამია ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"23 ნოემბერს საქართველო აღნიშნავს გიორგობას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველებისთვის. ამ დღეს წმინდა გიორგისადმი პატივისცემა და ვედრების წარმოთქმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

გიორგობის დღესასწაულზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ სიწმინდეს - წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს (წმინდა გიორგის მუხლს), რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას"ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა (ავტორი დავით კაკაბაძე, უმცროსი).

„საზოგადოება ივერიისას" ეს ინიციატივა განხორციელდა ქართული საზოგადოების შემოწირულობებით. ამ გზით, თითოეულ შემომწირველს საშუალება ჰქონდა ჩართულიყო ამ განსაკუთრებული სიწმინდის ღირსეულად წარმოჩენის საქმეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -"საზოგადოება ივერიისა"
ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 8 წელი გავიდა
ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
Silk Way Star-ის გრანდიოზული ფინალი
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა
24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" – 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" – 10 000 ლარით დააჯარიმა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა პროკურატურას მიმართეს, მოხდეს არასრულწლოვან შვილებთან როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის უზრუნველყოფა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება ხვალიდან იწყება