ორბანი ევროკავშირის ყველანაირ დახმარებას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ხელს არ მოაწერს

ამიერიდან უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის ყველა ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის დახმარებას ისახავს მიზნად, სანამ კიევი არ დათანხმდება დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მკაცრ პირობებს, იუწყება Politico.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისში ორბანისგან წერილი მიიღეს, რომლის ასლიც გამოცემის ჟურნალისტებმა მოიპოვეს. მასში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც 28 პუნქტისგან შედგება და კიევის რამდენიმე „წითელ ხაზს“ კვეთს.

„ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, - წერს ორბანი.

უნგრეთის ლიდერმა თავის წერილში ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან უნგრეთი „არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის რაიმე ფორმით შემდგომი ფინანსური დახმარების გაწევას“ და „არ ეთანხმება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის სახელით და მის ფარგლებში“.

როგორც Politico აღნიშნავს, უნგრეთის მხრიდან ბლოკირება პირველად შეიძლება შეეხოს უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციების სესხს, რომლის პირობები ამჟამად აქტიურად განიხილება. გადაწყვეტილების მიღება 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

„უკრაინისთვის რეპარაციის სესხზე სწრაფი შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია. ის უზრუნველყოფს პროგნოზირებად დაფინანსებას რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივების ნაღდი ფულის ნაშთებიდან, უზრუნველყოფს სტაბილურობას 2026 წლის დასაწყისიდან და ამას ევროკავშირის გადასახადის გადამხდელებისთვის დამატებითი ხარჯების გარეშე აკეთებს“, - განაცხადა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა ვსევოლოდ ჩენცოვმა გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში.





მსგავსი სიახლეები
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული
ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის და ევროპის თანხმობით
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება
აშშ ნატოს აფრთხილებს, რომ თუ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, უკრაინა მომავალში უარესი პირობების წინაშე აღმოჩნდება
ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს
ორბანი ევროკავშირის ყველანაირ დახმარებას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ხელს არ მოაწერს
ალექსანდრ ლუკაშენკამ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა
ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" აკრიტიკებს - რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება აშშ-ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა
"სამშვიდობო გეგმაზე" აშშ-უკრაინის კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება, უკრაინულ დელეგაციას ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს
პოლიციამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დააკავა -Reuters
ნიგერიაში კათოლიკურ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს 200-ზე მეტი მოსწავლე და 12 მასწავლებელი გაიტაცეს
ამერიკელი გენერლების ჯგუფი ტრამპის "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდნენ
ჩვენ გვაქვს გეგმა, მშვიდობის მიღწევის გზა, ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს-დონალდ ტრამპი
BLOOMBERG: გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინასთან დაკავშირებული ნაბიჯები განიხილეს
უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის პრინციპებზეა დაფუძნებული''- Axios
,,შშ-ის გეგმა შესაძლოა, გახდეს საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველი''- ვლადიმერ პუტინი
,, უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,კორუფციამ შეარყია ნდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ''- Politico
ევროკავშირისთვის არაფერი უთქვამთ უკრაინის „სამშვიდობო გეგმებთან“ დაკავშირებით, ამიტომ საკითხის კომენტირებას აზრი არ აქვს -ანტონიუ კოშტა
ზელენსკი ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმის განხილვაზე დათანხმდა -Axios