აშშ ნატოს აფრთხილებს, რომ თუ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, უკრაინა მომავალში უარესი პირობების წინაშე აღმოჩნდება

აშშ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების პირობების გაუარესებით დაემუქრა, თუ კიევი 28-პუნქტიან წინადადებას არ დათანხმდება, - ამის შესახებ The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

21 ნოემბერს პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისა და თეთრი სახლიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა, რომელმაც უკრაინას ტრამპის სამშვიდობო გეგმა წარუდგინა,  კიევში ნატოს ელჩებისთვის ბრიფინგი გამართა.

„ეს საშინელი შეხვედრა იყო. კიდევ ერთი კამათი იმის შესახებ, რომ „თქვენ არანაირი კარტი არ გაქვთ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დამსწრე პირმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრისკოლმა უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, შეესაბამებოდა თუ არა მაგიდაზე არსებული შეთანხმება პრესაში გამოქვეყნებულ 28-პუნქტიან გეგმას. „ზოგი რამ მნიშვნელოვანია, ზოგი კი უბრალოდ ვიტრინის დეკორაციაა და ჩვენ ყველაზე მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ვართ კონცენტრირებულნი“, - თქვა მან საპასუხოდ.

ევროპა შეშფოთებულია, რომ აშშ-მა და რუსეთმა უკრაინის ზურგს უკან, ჩუმად შეიმუშავეს ეს „სამშვიდობო გეგმა“ და ახლა კიევს მას დასრულებულად წარუდგენენ. დრისკოლმა ეს მიდგომა იმით გაამართლა, რომ ეს პროცესს უფრო მართვადს ხდის.

„პრეზიდენტ ტრამპს ახლა მშვიდობა სურს. რაც უფრო მეტი მზარეულია სამზარეულოში, მით უფრო რთულია ამის მოგვარება“, - განაცხადა მან, შეხვედრაზე მყოფი წყაროს ცნობით.

ამავდროულად, კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯული დევისმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ევროპელ დიპლომატებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პირობები უკრაინისთვის მკაცრია, კიევს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მათ დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში მას უარესი პირობების წინაშე მოუწევს დადგომა.

„ეს შეთანხმებას კი არ გააუმჯობესებს, პირიქით, გააუარესებს“, - აღნიშნა მან.





მსგავსი სიახლეები
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული
ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის და ევროპის თანხმობით
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება
აშშ ნატოს აფრთხილებს, რომ თუ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, უკრაინა მომავალში უარესი პირობების წინაშე აღმოჩნდება
ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს
ორბანი ევროკავშირის ყველანაირ დახმარებას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ხელს არ მოაწერს
ალექსანდრ ლუკაშენკამ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა
ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" აკრიტიკებს - რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება აშშ-ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა
"სამშვიდობო გეგმაზე" აშშ-უკრაინის კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება, უკრაინულ დელეგაციას ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს
პოლიციამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დააკავა -Reuters
ნიგერიაში კათოლიკურ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს 200-ზე მეტი მოსწავლე და 12 მასწავლებელი გაიტაცეს
ამერიკელი გენერლების ჯგუფი ტრამპის "სამშვიდობო გეგმის" განსახილველად, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდნენ
ჩვენ გვაქვს გეგმა, მშვიდობის მიღწევის გზა, ზელენსკის ამაზე დათანხმება მოუწევს-დონალდ ტრამპი
BLOOMBERG: გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას უკრაინასთან დაკავშირებული ნაბიჯები განიხილეს
უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის პრინციპებზეა დაფუძნებული''- Axios
,,შშ-ის გეგმა შესაძლოა, გახდეს საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველი''- ვლადიმერ პუტინი
,, უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს''- ვოლოდიმირ ზელენსკი
,,კორუფციამ შეარყია ნდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ''- Politico
ევროკავშირისთვის არაფერი უთქვამთ უკრაინის „სამშვიდობო გეგმებთან“ დაკავშირებით, ამიტომ საკითხის კომენტირებას აზრი არ აქვს -ანტონიუ კოშტა
ზელენსკი ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმის განხილვაზე დათანხმდა -Axios