,,თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა''- მეუფე შიო

თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. გვახსოვდეს და მადლიერებით ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მანამ ვიცოცხლებთ, სანამ გვექნება რწმენა, ქრისტეს ეკლესიის ერთგულება და მრავალი სირთულის მიუხედავად ქვეყნის ცხოვრებას მოვაწყობთ ღმერთის მიერ მოცემული კანონებით

„თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენი ქართული მხედრობის მისიაც ეს იყო - ჩვენი ხალხის, სარწმუნოების და ეკლესიის დაცვა. წინაპრები, ძალიან ხშირად ებრძოდნენ მტერს, იგერიებდნენ მტრების შემოსევებს, რომლებიც ემუქრებოდნენ საქართველოს განადგურებით. ასევე ეკლესიასაც განადგურებით ემუქრებოდნენ. ამ ბრძოლებში ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ. მაგრამ, როცა ვერ იმარჯვებდნენ, მაშინაც ახერხებდნენ გადარჩენას. ჩვენ ამას მივაწერთ არამხოლოდ ჩვენი მეფეების, მხედართმთავრების, თავდადებული ხალხის სიბრძნეს და წარმატებებს, არამედ პირველყოვლისა მივაწერთ ღვთის შეწევნას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას.

თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. გვახსოვდეს და მადლიერებით ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ.

თუნდაც გავიხსენოთ 20-ე საუკუნე, ათეისტური ხელისუფლების პერიოდი, რასაც მოჰყვა სასტიკი დევნა, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი, ტაძრების დევნა, სიწმინდეები, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ.

შეგვეწიოს წმინდა გიორგი, რომ ისტორიიდან გამოვიტანოთ მართებული დასკვნები, ვისწავლოთ გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი ისტორია გვაძლევს. უმთავრესი გაკვეთილი: ის, რომ დღეს ცოცხლები ვართ, დღემდე მოვედით და ვიცოცხლებთ მანამ, სანამ რწმენა გვექნება ქრისტეს ეკლესიის ერთგულება, სანამ მიუხედავად მრავალი სირთულისა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მოვაწყობთ ღმერთის მიერ მოცემული კანონებით“,- აღნიშნა მეუფე შიომ.





მსგავსი სიახლეები
,,თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა''- მეუფე შიო
საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა
სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს
23 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს -"საზოგადოება ივერიისა"
ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 8 წელი გავიდა
ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
Silk Way Star-ის გრანდიოზული ფინალი
22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა
24 ნოემბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი" – 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2" – 10 000 ლარით დააჯარიმა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი "პროფესია პოლიციელი", ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს-გეკა გელაძე
ვამოწმებთ თევზის საწარმოებს, კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა-სურსათის ეროვნული სააგენტო
ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია -გიორგი შარაშიძე