WP: ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს დონბასიდან გასვლას და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას მშვიდობის სანაცვლოდ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს ძალისხმევას უკრაინისთვის ახალი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად - და კვირას ამერიკელი წარმომადგენლები ჟენევაში ჩავლენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. გეგმის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ 28-პუნქტიანი დოკუმენტი ულტიმატუმი არ არის და მისი შეცვლა შესაძლებელია, - წერს საერთაშორისო ამბების მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი Washington Post-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში.

„უსაფრთხოების გარანტიები ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერი არ არის“, - აღიარებენ ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებსაც მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ამერიკელები კიევსა და ევროპას არწმუნებენ, რომ ტრამპის ინიციატივა პრორუსული არ არის. ისინი აცხადებენ, რომ აშშ მზადაა გააძლიეროს ძალები და მშვიდობის დამყარების შემთხვევაში უკრაინაში „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადატანის შესაძლებლობასაც კი განიხილავს.

მოლაპარაკებებში მონაწილე ორი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, პროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს:

  • უკრაინის არმიის რაოდენობის შესაძლო შეზღუდვა 600 000 ჯარისკაცამდე - საკითხი, რომლის განსახილველადაც აშშ უკვე მზადაა
  • მოთხოვნა, რომ უკრაინამ გაიყვანოს ჯარები დონეცკის რეგიონის დაახლოებით 25%-დან, რომელსაც ამჟამად ის აკონტროლებს, რუსეთის მთავარი სურვილია
  • აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერით აკრძალვის ზონის დემილიტარიზაცია და ახალი „უსაფრთხოების კედლის“ მშენებლობა
  • შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღის განმავლობაში უკრაინაში არჩევნების ჩატარება
  • ომის შემდგომი ამნისტია კიევის მოთხოვნაა, დაიცვას მაღალი თანამდებობის პირები ანტიკორუფციული გამოძიებების კონტექსტში

„უკრაინის სუვერენიტეტს არასდროს არ შეიძლება საფრთხე შეექმნას... ჩვენ არ გვინდა უკრაინის დაშლა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მთავარმა ჩინოვნიკმა.

ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დონეცკის რეგიონში დანაკარგების, კიევში კორუფციული სკანდალისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, უკრაინა ახალ სახიფათო მომენტში აღმოჩნდა.

ამავდროულად, აშშ-ის შეფასებით, რუსეთი განიცდის გაზრდილ ეკონომიკურ ზეწოლას და შესაძლოა, დაინტერესებული იყოს ომის დასრულებით, დონბასზე სრული კონტროლისთვის კიდევ ორი ​​წლის ბრძოლის ნაცვლად.

თურქეთი აქტიურად ასრულებს შუამავლის როლს ახალ მოლაპარაკებებში, ასევე, ღაზას საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, რომელსაც ტრამპი თავის ერთ-ერთ წარმატებად მიიჩნევს.

აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის არსებული წყაროების ცნობით, ფლორიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა, აღიარა კიევის მზადყოფნა, დონბასის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდეს და არმიის რაოდენობა შეზღუდოს. ამან უკრაინაში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია და ახლა ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ მზადაა ეს პუნქტები შეცვალოს.

თუმცა, მთავარი გადაწყვეტილება ზელენსკის რჩება. იგნატიუსი წერს:

„ზელენსკი ახლა თავისი პრეზიდენტობის ყველაზე მტკივნეული არჩევანის წინაშე დგას. თუ ის დონეცკის დანებებას დათანხმდება, ზოგიერთი უკრაინელი მას არასდროს აპატიებს. თუ ის უარს იტყვის, ეს ტრაგიკული ომი გაგრძელდება“





მსგავსი სიახლეები
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი
„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა''- სენატორი ლინდსი გრემი
The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
WP: ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს დონბასიდან გასვლას და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას მშვიდობის სანაცვლოდ
ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს
„ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უკეთ უნდა იყოს გაწერილი და ახსნილი''- კით კელოგი
,,სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება, როგორც რუსული ასევე, უკრაინული მხარის წინადადებებსაც'' - მარკო რუბიო
უკრაინა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული
ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის და ევროპის თანხმობით
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება
აშშ ნატოს აფრთხილებს, რომ თუ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, უკრაინა მომავალში უარესი პირობების წინაშე აღმოჩნდება
ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს
ორბანი ევროკავშირის ყველანაირ დახმარებას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ხელს არ მოაწერს
ალექსანდრ ლუკაშენკამ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა
ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" აკრიტიკებს - რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება აშშ-ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა
"სამშვიდობო გეგმაზე" აშშ-უკრაინის კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება, უკრაინულ დელეგაციას ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს
პოლიციამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დააკავა -Reuters