The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა წამოაყენეს ინიციატივა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესდეს, რაც აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ პუნქტშია გათვალისწინებული, - წერს The Washington Post-ი.
ევროპულ გეგმაში, რომლის ასლიც ჟურნალისტებმა მიიღეს, ასევე გათვალისწინებულია უკრაინისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე კონტროლის დაბრუნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დანარჩენი ტერიტორიული საკითხები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა მოგვარდეს.
დღეს ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მხარეები სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. ევროკავშირი კი უკრაინისა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ საკითხზე სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს.
ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობილი 19 ნოემბერს, გამოცემა Axios-ის პუბლიკაციიდან გახდა, მოგვიანებით კი პრესაში მისი დეტალები გაჩნდა. ამ დეტალების თანახმად, შეთავაზებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდვა 600 ათასამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 800-850 ათასისა. გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა, ხოლო მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად გადანაწილდება. გეგმაში ნათქვამი იყო, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საზღვარი კონტაქტის ხაზის გასწვრივ გაიყინებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმა საბოლოო წინადადება არ არის.
მსგავსი სიახლეები
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი
„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა''- სენატორი ლინდსი გრემი
The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
WP: ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს დონბასიდან გასვლას და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას მშვიდობის სანაცვლოდ
ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს
„ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უკეთ უნდა იყოს გაწერილი და ახსნილი''- კით კელოგი
,,სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება, როგორც რუსული ასევე, უკრაინული მხარის წინადადებებსაც'' - მარკო რუბიო
უკრაინა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული
ფრიდრიხ მერცი - ომის დასრულება შეიძლება მხოლოდ უკრაინის და ევროპის თანხმობით
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა არ არის საბოლოო წინადადება
აშშ ნატოს აფრთხილებს, რომ თუ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, უკრაინა მომავალში უარესი პირობების წინაშე აღმოჩნდება
ევროკავშირი უკრაინაზე და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე” სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს
ორბანი ევროკავშირის ყველანაირ დახმარებას დაბლოკავს იქამდე, ვიდრე კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ ხელს არ მოაწერს
ალექსანდრ ლუკაშენკამ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის 31 მოქალაქე შეიწყალა
ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის "სამშვიდობო გეგმას" აკრიტიკებს - რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება აშშ-ის ინტერესებისთვის კატასტროფა იქნებოდა
"სამშვიდობო გეგმაზე" აშშ-უკრაინის კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება, უკრაინულ დელეგაციას ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს
პოლიციამ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დააკავა -Reuters