,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი

აქამდე თუ საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა დაეთანხმოს უკრაინა, ახლა, როგორც ჩანს, ამას დაემატა ევროპა, რაც დამაფიქრებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში.

„ყურადღებამისაქცევია, გუშინ პირველად მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა. როგორც ჩანს, აქ იგულისხმებოდა ვეროკავშირი. აქამდე თუ საუბარი იყო, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა დაეთანხმოს უკრაინა, ახლა, როგორც ჩანს, ამას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების მონაწილეობისა, რაც დამაფიქრებელია, კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმ ეჭვებზე, რომლებზეც არის საუბარი თვით ევროკავშირის შიგნითაც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი ამ ომში. სწორედ ამიტომაც უწოდა ამერიკის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ამ ომს პროქსი ომი, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. ასე რომ, როგორ ჩანს, ეს კვანძებიც იხსნება და უფრო ნათლად ჩანს, რომ ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ვეროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში.

ეს ინტერესები სხვადასხვანაირად გვესმოდა – ბალტიის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები საუბრობდნენ, რომ ვიდრე უკრაინაში ომია, მანამდე მათ საფრთხე არ ემუქრებათ და როგორც ჩანს, ზოგიერთს ამიტომაც აწყობს ამ ომის გაგრძელება. ზოგისგან გვესმოდა, რომ უკრაინა ეს არის პირველი საბრძოლო ხაზი ევროპისთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო ამ ომის წარმოება იმ მხრივ, რომ რუსეთი დაესუსტებინათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში, რაც მთლიანად ამ მიდგომის ფარისევლობას აჩვენებს, არის, რომ არცერთ ამ ევროპულ ქვეყანას არ სურს, თავად იომოს ის ომი, რომელიც გუშინ უკვე ოფიციალურად საკუთარ ომად გამოაცხადეს, როდესაც თქვეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე ისინიც უნდა დათანხმდნენ და მხოლოდ უკრაინის თანხმობა საკმარისი არ არის. ასე რომ, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი თუ ამბობს, რომ ეს არის ევროპის, ევროკავშირის ომი, მაშინ ისმის კითხვა, რატომ ჩაასხეს რუსეთის ეკონომიკაში უფრო მეტი ფული, ვიდრე მისცეს უკრაინას. ომის დაწყებიდან 181 მილიარდი ევრო გამოუყვეს უკრაინას, მაშინ, როდესაც მხოლოდ ენერგომატარებლებზე 210 მილიარდი გადაუხადეს რუსეთს. ჯამში კი, 310 მილიარდი გადაუხადეს რუსეთს და ამით უკრაინასთან შედარებით, 130 მილიარდი ევროთი მეტი ფული მისცეს რუსეთს. მეორე – ეს თუ ევროკავშირის ომია და თურმე მათი თანხმობაა საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რატომ არ ომობენ, რატომ არ იღვრება იქ ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი, რატომ გადადის მთლიანად ეს ომი უკრაინელების მხრებზე და მათი გმირობის წყალობით რატომ მიდის მხოლოდ ეს ომი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, არის დიდი გამოფხიზლება ყველასთვის, რომ შეხედოს იმ რეალობას, როგორც იმართება საერთაშორისო პოლიტიკა.

„არავინ ჩვენი ერის ინტერესებისთვის თავს არ შეიწუხებს არსად. ყველა ფიქრობს საკუთარ ინტერესებზე და უპირველეს ყოვლისა, ამ ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს სხვა ქვეყნებს. ამიტომაც იყო თავის დროზე, 2022 წელს, რომ ასე პაიკად გვწირავდა ბევრი პირდაპირი ზეწოლით, მათი მარიონეტების ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებაზე და უშუალოდ კაბინეტებში საქართველოს ხელისუფლებისადმი ბიძგების დროს, როდესაც გვიბიძგებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ. ერთადერთი ვერ გათვალეს, რომ მათ საქართველოს სახელისუფლო კაბინეტებში არ დახვდნენ მარიონეტები, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, საქართველოს ხელისუფლებამ უთხრა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებზე წინ არცერთი ქვეყნის ინტერესს არ დავაყენებდით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
,,გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ''- თორნიკე ჭეიშვილი
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
„ცხრა წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე, ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე''- მიხეილ სააკაშვილი
„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს''- ირაკლი კირცხალია
"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული-შალვა პაპუაშვილი
სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა-ირაკლი ფავლენიშვილი
საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე-შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელში იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ, ეს არის დიალოგისგან სუსტის გაქცევა -შალვა პაპუაშვილი
ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის-შალვა პაპუაშვილი
უკრაინაში მძიმე მდგომარეობაა, ომი ჩიხშია შესული, სწორედ ეს უნდოდათ, საქართველოში მომხდარიყო, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ქვეყანას ეს თავიდან აარიდა -შალვა პაპუაშვილი
პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ -სალომე ზურაბიშვილი
,, ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა ''- ირაკლი კობახიძე
,,ევროპისკენ სწრაფვას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული, მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა''- ირაკლი კობახიძე
,,ზოგადი განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გადასახედი - სადაც არის მეტი განათლება, იქ მეტი უსაფრთხოებაც არის ქვეყნისთვის'' - პრემიერი
,,გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან კონფლიქტებია ჩვენს გარშემო, ერთადერთი ეფექტური მარშრუტი ამ დროს, რომ აღმოსავლეთისკენ გაჭრას ევროკავშირმა გზა არის საქართველო,''- პრემიერი