"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის" განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შედეგად განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს. ამის შესახებ შეერთებული შტატებისა და უკრაინის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ავრცელებს.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, „მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას". ასევე ორივე მხარე თანხმდება, რომ კონსულტაციები ძალიან პროდუქტიული იყო.
გავრცელებული ცნობით, მხარეები უახლოეს დღეებში ერთობლივ წინადადებაზე ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.
„დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფდეს მდგრად და სამართლიან მშვიდობას. დისკუსიების შედეგად მხარეებმა შეიმუშავეს განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აშშ-ისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ომისა და სიცოცხლის დაკარგვის დასასრულებლად გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის.
უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, გააგრძელონ ინტენსიური მუშაობა ერთობლივ წინადადებებზე უახლოეს დღეებში. ისინი ასევე მჭიდრო კონტაქტში დარჩებიან ევროპელ პარტნიორებთან პროცესის წინსვლასთან ერთად. ამ ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებებს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები მიიღებენ. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა მშვიდობის მისაღწევად, რაც უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და რეკონსტრუქციას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
26 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავენ - მედია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს
პიტერ სიიარტო ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დაბლოკვის მცდელობაში
წინადადებები, რაც მოსკოვმა ნახა, ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე გამართულ დისკუსიებს შეესაბამება - ვლადიმერ პუტინი
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთის პროკურატურამ კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენა ბრალი
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება - დონალდ ტრამპი
ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ გერმანელებს ამ ომში -ვიქტორ ორბანი
რატომ ჩაიშლება "ტრამპის გეგმა"-ავთანდილ წულაძე
"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი
„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა''- სენატორი ლინდსი გრემი
The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
WP: ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს დონბასიდან გასვლას და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას მშვიდობის სანაცვლოდ
ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს
„ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უკეთ უნდა იყოს გაწერილი და ახსნილი''- კით კელოგი
,,სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება, როგორც რუსული ასევე, უკრაინული მხარის წინადადებებსაც'' - მარკო რუბიო
უკრაინა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული