2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება", - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე - B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.

2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს," - აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა - დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.

 





მსგავსი სიახლეები
2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება- სოფია ვულდეფსი
„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი''- თინა ბოკუჩავა
„პოლიტიკო“ - ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება
,,ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი,''- პრემიერი
,,უკრაინელი ჯარისკაცი აცხადებს, რომ დონეცკის ქალაქი პოკროვსკი სრულად დაკარგულია''-უნიანი
,,სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება''-როიტერი
"ხაბეიშვილი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყო, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ინგლისური არ იცოდა და შემოგვტენეს, რომ აი ასეთია ქართველი" - ოთარ კახიძე
,, ტრამპის გეგმა რუსეთის პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება''- ანდრეი სიბიგა
"ოცნებამ" ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ამით ომი გამოუცხადა იმ მოქალაქეებს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა-სოფო ხორგუანი
უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს - Axios
"ევროპისათვის ბრძოლა მხოლოდ იწყება: სანამ ევროკავშირი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, სხვები "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკით არიან დაკავებულნი"-Financial Times
ალექსანდრ სტუბი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს
,,2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს''- ირაკლი კობახიძე
საქართველოში ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით -გარემოს ეროვნული სააგენტო
ნიკოლ ფაშინიანი - ე.წ. ტრამპის მარშრუტი შეიძლება, მოიცავდეს ბუნებრივი აირის მილსადენს, ნავთობსადენს, კაბელებს და სხვა სატრანსპორტო კავშირებს
,,რუსეთ-უკრაინის ომმა შეჩერებასთან ყველაზე ახლო წერტილს მიაღწია'' - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„იგლ ჰილსი“ რამდენიმე თვეში დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს კრწანისში და გონიოში''- პრემიერი
უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ პირველადი ნავთობგადამუშავება შეწყვიტა - Reuters