ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე

ნახეთ და შეადარეთ, რუსეთთან პირდაპირი ვაჭრობა წლების განმავლობაში რამდენი იყო და როგორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულია სანქციები, პირდაპირი ვაჭრობა აქვთ და რამდენია თანხების ბრუნვა, ამასაც ნახავთ - მარტივად შეიძლება ინფორმაციის მიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელმაც ევროკავშირი რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.

კახა კალაძის თქმით, ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ინტერესების დასაცავად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.

„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ და პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რეზოლუციებს იღებდნენ, მოგვიწოდებდნენ, მივერთებოდით სანქციებს, რითიც ჩვენ უნდა დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა და ხალხი, ხოლო მათ ამით უნდა ესარგებლათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ გგონიათ, რომ აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხსა და ამ ქვეყნის მომავალზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი
იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე
საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე
კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში სხვადასხვა დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ, დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე - მისი აღსრულება -კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
,,გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ''- თორნიკე ჭეიშვილი
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
„ცხრა წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე, ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე''- მიხეილ სააკაშვილი
„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს''- ირაკლი კირცხალია
"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული-შალვა პაპუაშვილი
სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა-ირაკლი ფავლენიშვილი