PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე -შალვა პაპუაშვილი

გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა, გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.

„ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობა - ფიზიკური, ციფრული, ეკონომიკური და ადამიანური - ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი, დაკავშირებადობის კუთხით, სწრაფ, ეფექტიან და უსაფრთხო მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მზად ვართ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პოლიტიკა და პარტნიორული ურთიერთობები, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებსა და კონკურენტუნარიანობას. ისეთმა საფლაგმანო ინიციატივებმა, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურებები, შესაძლოა, გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაჩქაროთ ამ ინიციატივების განხორციელება.

ამასთანავე, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო BSEC-ის პროექტების განვითარების ფონდს (PDF) სექტემბერში ოფიციალურად დაწყებული საქართველო-თურქეთ-ბულგარეთის ერთობლივი პროექტის - „ლურჯი პორტის ინდექსი BSEC-ის ქვეყნებისთვის" - დაფინანსებისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რადგან ვხედავთ მის პოტენციალს შავი ზღვის პორტების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.

ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში. საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ PABSEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში -მარიამ ქვრივიშვილი
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ნოემბერს
PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე -შალვა პაპუაშვილი
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო