კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე

ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ონლაინმედიების უცხოური ფონდებიდან დაფინანსებაზე „იმედის კვირის" ჟურნალისტურ გამოძიებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის უკან დგას ერთადერთი ინტერესი - რამენაირად სცადონ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება, თუმცა ამ კუთხით წარმატება არ აქვთ.

„ეს კოორდინირებული სქემა, პრინციპში, ხელისგულზე დევს, თუმცა კარგია, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ კონკრეტული ფაქტები და დეტალები გამოავლინა ამასთან დაკავშირებით. ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან. ჩვენ გასული ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა - 9.7%, თუმცა რომ არა ასეთი ტიპის აქტივობები, რომ არა უცხოური აგენტურა და მათი საქმიანობა, მათი საბოტაჟი, ბუნებრივია, ზრდის ტემპი იქებოდა უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ ვხედავდით არაერთ ფაქტს გასული წლებში, როდესაც ხელოვნურად ცდილობდნენ ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას, ამას აღარ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში. იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულება, სხვა ტიპის ინვესტიციები, ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაკეთდება აბსოლუტურად ყველაფერი", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი
იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე
საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე
კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში სხვადასხვა დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ, დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე - მისი აღსრულება -კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
,,გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ''- თორნიკე ჭეიშვილი
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
„ცხრა წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე, ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე''- მიხეილ სააკაშვილი
„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს''- ირაკლი კირცხალია
"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული-შალვა პაპუაშვილი
სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა-ირაკლი ფავლენიშვილი