საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე

შევხვდი რომის პაპს, გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„დასრულდა ჩვენი ვიზიტი ვატიკანში. შევხვდი რომის პაპს, გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით.

ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას. რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან.

ასევე, დღეს შეხვედრა შედგა სახელმწიფო მდივანთან, სადაც გვქონდა საუბარი ვატიკანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქაც, საუბარი გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ გამოწვევებზე. ძალიან საინტერესო საუბრები შედგა. ეს ყველაფერი გვიღრმავებს იმის რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი
იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე
საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე
კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში სხვადასხვა დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ, დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე - მისი აღსრულება -კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
,,გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ''- თორნიკე ჭეიშვილი
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
„ცხრა წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე, ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე''- მიხეილ სააკაშვილი
„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს''- ირაკლი კირცხალია
"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული-შალვა პაპუაშვილი
სამარცხვინოა, როცა ოკუპირებულ საქართველოში უხარიათ ისეთი რამის გაგება, რაც უკრაინის წინააღმდეგი და რუსეთის სასარგებლოა-ირაკლი ფავლენიშვილი