ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ გერმანელებს ამ ომში -ვიქტორ ორბანი

ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გერმანიის ყოფილი კანცლერი ოლაფ შოლცი ამერიკელებს წინააღმდეგობას უწევდა ომში მონაწილეობის საკითხში.

„მე იქ ვიყავი, მე ვნახე, მე ამის მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ ამერიკელები გერმანელებს ამ ომში. არ დაგავიწყდეთ, ეს არ ყოფილა თქვენი არჩევანი. არ ვიცი, ახლა როგორ არის ეს გერმანიაში ინტერპრეტირებული, მაგრამ ომი არ ყოფილა თქვენი არჩევანი. კანცლერი შოლციც კი ეწინააღმდეგებოდა ამას. გერმანიის კანცლერი კვირებისა და თვეების განმავლობაში იბრძოდა, რომ გერმანელები არ ყოფილიყვნენ ომში ჩართული, მაგრამ ბაიდენის დემოკრატების ადმინისტრაცია ყველა ჩვენგანს გვიბიძგებდა - მე არა, რადგან წინააღმდეგობა გავწიე და წავედი, მაგრამ გერმანელებს უბიძგებდნენ ამ ომში. მე ვუთხარი შოლცს და ყველას მაგიდასთან, რომ ბაიდენისგან წამოსულ ზეწოლას თუ მიიღებთ, რომ ომში შეხვიდეთ, შემდეგ დადგება მომენტი, როდესაც ამერიკელები გავლენ და ჩვენ მარტო დავრჩებით. არ გააკეთოთ ეს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა გერმანიის კიდევ ერთ ყოფილ კანცლერზე, ანგელა მერკელზე და აღნიშნა, რომ, ბევრ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მერკელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ეთანხმებოდა.

„სტრატეგიულად - რა არის ევროპის ინტერესები, როგორია რუსეთთან ურთიერთობები - თითქმის ასი პროცენტით ვეთანხმებოდი ანგელა მერკელს. ევროკავშირის საბჭოზე იყო მომენტები, ის და მე ვიყავით ერთადერთები, რომლებიც მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმაზე ვიდექით. მე ვაკვირდები, რა ხდება გერმანიაში, ახლა საკმაოდ მოდურია მასზე ცუდი რაღაცების თქმა. ეს არ არის სამართლიანი. მან კარგი რაღაცები გააკეთა გერმანიისთვის, ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ცუდი რაღაცებიც. რუსეთის საკითხში ის მართალი იყო. ომის დაწყების დროს ის რომ ყოფილიყო კანცლერი, ომი არ იქნებოდა, რადგან დაუყოვნებლივ დარეკავდა პუტინთან და ომი არ იქნებოდა. სატელეფონო საუბარი პირველი ნაბიჯია, მაგრამ შემდეგ არის გაგრძელება, დიალოგი და დიალოგს შეუძლია ეს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 





მსგავსი სიახლეები
26 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავენ - მედია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს
პიტერ სიიარტო ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დაბლოკვის მცდელობაში
წინადადებები, რაც მოსკოვმა ნახა, ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე გამართულ დისკუსიებს შეესაბამება - ვლადიმერ პუტინი
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთის პროკურატურამ კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენა ბრალი
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება - დონალდ ტრამპი
ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ გერმანელებს ამ ომში -ვიქტორ ორბანი
რატომ ჩაიშლება "ტრამპის გეგმა"-ავთანდილ წულაძე
"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი
„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა''- სენატორი ლინდსი გრემი
The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
WP: ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს დონბასიდან გასვლას და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას მშვიდობის სანაცვლოდ
ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს
„ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უკეთ უნდა იყოს გაწერილი და ახსნილი''- კით კელოგი
,,სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება, როგორც რუსული ასევე, უკრაინული მხარის წინადადებებსაც'' - მარკო რუბიო
უკრაინა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული