საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში -მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრ ვასილის კიკილიასთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საზღვაო სფეროში საქართველოსა და საბერძნეთს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

„საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში. უკვე წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების მიმართულებით ბერძენ გემთმფლობელთა საკუთრებაში არსებულ გემებზე. თუმცა, უნდა, აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს, დღეს ჩემს კოლეგასთან შევთანხმდით, რომ ამ კუთხით აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის 10 აპრილიდან ძალაშია შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ". 2014 წლის 5 მაისს კი ქვეყნებს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შესახებ, რაც ხელს უწყობს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებას საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბერძნეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ბერძენ გემთმფლობელთა მხრიდან ქართველი მეზღვაურების დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით გამოჩენილი ყურადღებისთვის.

მარიამ ქვრივიშვილისა და ვასილის კიკილიასის შეხვედრისას ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის სამთავრობო დელეგაციების თანამშრომლობას გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ფარგლებში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ევრორეგულაციების 100% აქვს დანერგილი.

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში -მარიამ ქვრივიშვილი
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ნოემბერს
PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე -შალვა პაპუაშვილი
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო