თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია
ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები, ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის" წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მელიას თქმით, ახლა საჭიროა ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა.
„ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ამ ჭაობიდან ამოსვლა როგორ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, დარჩება შინაგანი პროტესტი და პროტესტი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის სწორ დროსა და მოცემულობაში. პარტიულ ეგოიზმზე ფიქრი არა მხოლოდ უზნეობაა, არამედ ჩამორჩენილობაა თავიდან ბოლომდე. სირცხვილიც კი არის დღეს ადამიანი პარტიაზე, ფრაქციაზე ფიქრობდეს. ბევრი მიფიქრია პარტიების აკრძალვაზე ციხეში, გაგიკვირდებათ და პარადოქსული პოზიცია მაქვს. თუკი კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება. თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი. ჩვენ ახლა გვჭირდება ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ, ხალხის წიაღში არაა, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ეს აიხსნებოდეს. პარტიული პოლიტიკა მეათეხარისხოვანია. სოლიდარობა მინდა, გამოვუცხადო ადამიანებს, რომლებიც 29-ე დღეა, შიმშილობენ რუსთაველის გამზირზე, მინდა, მათ და ყველა ადამიანს ამ ბრძოლაში გამძლეობა და სიმართლის თქმა ვუსურვო. ეჭვიც არ მეპარება, თუკი მტკიცე ნერვებს გამოვიჩენთ, გამარჯვება იქნება გარდაუვალი. არ შეგვეშალოს, რეჟიმის მხრიდან რეპრესიები მხოლოდ მათი საშუალებაა და რასაც ისინი ჩადიან, რწმენაში ჩვენი გატეხაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში რას ვსაუბრობთ იმასაც კი, რას საუბრობენ ტელეეთერებში, რას ასხივებენ", - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდეს.
შეიძლება, აქციაზე ვერ გავიდეს ადამიანი, მაგრამ ფინჯან ყავაზე მეზობელს რომ ესაუბრება, იქაც რწმენას უნდა ასხივებდეს. ყველას მინდა, ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით. დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და ვეცადოთ მაქსიმალურ მოკლე დისტანციაში დავფაროთ. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მსგავსი სიახლეები
თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი
იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე
საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე
კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში სხვადასხვა დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ, დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე - მისი აღსრულება -კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება
,,გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ''- თორნიკე ჭეიშვილი
შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
„ცხრა წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე, ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე''- მიხეილ სააკაშვილი
„თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს''- ირაკლი კირცხალია
"ფიჩის" რეიტინგი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნებაზეა მიმართული-შალვა პაპუაშვილი