სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთის პროკურატურამ კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენა ბრალი
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთში კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენეს ბრალი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ბ.-ს, რომელსაც ბრალი ედება რკინიგზაზე დივერსიის ხელშეწყობასა და წაქეზებაში.
ამგვარად, ის უკვე ამ საქმეში მესამე ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქეა.
როგორც მედია წერს, გამოძიების დროს პროკურორებმა და პოლონეთის პოლიციამ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ვლადიმერ ბ. ეხმარებოდა პოლონეთის რკინიგზაზე დივერსიაში უშუალოდ პასუხისმგებელ პირებს.
უკრაინის მოქალაქე 20 ნოემბერს დააკავეს და 22 ნოემბერს ბრალი წაუყენეს. გამოძიების თანახმად, თანამონაწილეობა მოიცავდა ლოგისტიკურ დახმარებას აღმოსავლეთ პოლონეთში, #7 რკინიგზის ხაზზე დივერსიის მომზადებასა და განხორციელებაში.
პროკურორების განცხადებით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ 2025 წლის სექტემბერში ვლადიმერ ბ.-მ ევგენი ი. იმ ადგილას მიიყვანა, სადაც დივერსია იგეგმებოდა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი ნივთიერებების დადებამდე დაზვერვა განახორციელა. პოლონეთის ხელისუფლებამ რკინიგზის დივერსიის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად ორი უკრაინელი დაასახელა. მედიის ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობენ და ამჟამად პოლონეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
პოლონეთმა ცოტა ხნის წინ ბელარუსის საქმეთა რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, რათა რკინიგზის დივერსიაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინელი მოქალაქის ექსტრადიციის მოთხოვნით ნოტა წარედგინა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დივერსიაში ეჭვმიტანილი უკრაინის ორი მოქალაქე პოლონეთში ბელარუსიდან დანაშაულის ჩასადენად ჩავიდა და შემდეგ უკან დაბრუნდნენ.
მსგავსი სიახლეები
26 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავენ - მედია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს
პიტერ სიიარტო ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დაბლოკვის მცდელობაში
წინადადებები, რაც მოსკოვმა ნახა, ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე გამართულ დისკუსიებს შეესაბამება - ვლადიმერ პუტინი
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთის პროკურატურამ კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენა ბრალი
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება - დონალდ ტრამპი
ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ გერმანელებს ამ ომში -ვიქტორ ორბანი
რატომ ჩაიშლება "ტრამპის გეგმა"-ავთანდილ წულაძე
"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი
„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
,,დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს, რომ უკრაინა იქნება თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავდაცვის შესაძლებლობა''- სენატორი ლინდსი გრემი
The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
WP: ზელენსკი, შესაძლოა, დათანხმდეს დონბასიდან გასვლას და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას მშვიდობის სანაცვლოდ
ნიგერიაში სკოლიდან ასობით ბავშვი გაიტაცეს
„ეს კარგი გეგმაა, უბრალოდ არის საკითხები, რომლებიც უკეთ უნდა იყოს გაწერილი და ახსნილი''- კით კელოგი
,,სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება, როგორც რუსული ასევე, უკრაინული მხარის წინადადებებსაც'' - მარკო რუბიო
უკრაინა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ
Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული