,,ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით''-პრემიერი
ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა  Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი.


„ყველამ ისედაც ვიცოდით, რა იყო სიმართლე და რამდენად უხეში იყო ის ძარცვის საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო  შვეიცარულ ბანკში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშთან. ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და ამას ჰქონდა აშკარა პოლიტიკური საფუძველი. შეგახსენებთ, რომ ამ ძარცვის საქმის დაწყება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, მაშინდელ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ დაიწყო მთელი ეს პროცესი, რომელიც გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის კონკრეტულად საბანკო სისტემაშიც ჩამოყალიბებული. ასე უხეშად იქცევიან, ასე უხეშად ეპყრობიან კერძო კლიენტებს კონკრეტული კომერციული ორგანიზაციები და ეს ხდება შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში. ამას ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე ათწლეულის წინ, თუმცა რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ, დღეს ის არის შემდგარი ფაქტი. 
რაც შეეხება უშუალოდ თანხის დაბრუნებას, თავისთავად, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ამის გარანტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. გრძელდება ზეწოლა, შანტაჟი, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან და ვფიქრობთ, რომ ეს შანტაჟი მომავალშიც გაგრძელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება  იმასთან დაკავშირებით, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი", -  განაცხადა პრემიერმა.




მსგავსი სიახლეები
მარკ რუტე - საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი - იური უშაკოვი
,,ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით''-პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისს" სასამართლო დავა მოუგო
2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება- სოფია ვულდეფსი
„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი''- თინა ბოკუჩავა
„პოლიტიკო“ - ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება
,,ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი,''- პრემიერი
,,უკრაინელი ჯარისკაცი აცხადებს, რომ დონეცკის ქალაქი პოკროვსკი სრულად დაკარგულია''-უნიანი
,,სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება''-როიტერი
"ხაბეიშვილი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყო, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ინგლისური არ იცოდა და შემოგვტენეს, რომ აი ასეთია ქართველი" - ოთარ კახიძე
,, ტრამპის გეგმა რუსეთის პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება''- ანდრეი სიბიგა
"ოცნებამ" ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ამით ომი გამოუცხადა იმ მოქალაქეებს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა-სოფო ხორგუანი
უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს - Axios
"ევროპისათვის ბრძოლა მხოლოდ იწყება: სანამ ევროკავშირი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, სხვები "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკით არიან დაკავებულნი"-Financial Times
ალექსანდრ სტუბი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს
,,2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს''- ირაკლი კობახიძე