შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
უპირველეს ყოვლისა, მე კვლავ გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად, როდესაც ის შეაფასეს როგორც ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა, - განუცხადა ბულგარეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ.
„მეორე, რაც დაადასტურა დღეს სასამართლომ, არის ის, რომ ის წესები, რომლებიც მათ შორის საბანკო-საფინანსო სისტემაში არსებობს ევროპის კონტინენტზე, ეს წესები ძალიან ადვილად ირღვევა, როდესაც არაფორმალური მმართველობა ერევა ხოლმე ასეთ პროცესებში. ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე წელია ეს დავა მიმდინარეობს და ვნახეთ როგორ თავხედურად, უხეშად, ისტორიულად და ზოგადად, მსოფლიო საფინანსო სისტემაში ყველაზე რეპუტაციული ბანკის გამოყენებით, Credit Suisse-ის გამოყენებით როგორი ავაზაკური რეკეტი განხორციელდა. ამას ასე თავხედურად, ღიად, შუაგულ შვეიცარიაში აკეთებს ბანკი დაუსჯელად. ამას დღისით, მზისით ავაზაკურად უყურებდა მთელი ევროპა, უყურებდა მთელი საბანკო სისტემა, ევროპის მათ შორის და ნული რეაქცია ჰქონდათ ამაზე.
თქვენ გახსოვთ, მათ შორის ამ დავის მიმდინარეობის პერიოდში სტატიებს უბლოკავდნენ ბიძინა ივანიშვილს. განცხადებებს არ აქვეყნებდნენ მედიაში და რაც აჩვენებდა, რომ არაფორმალური მმართველობა ევროპის კონტინენტზე არა მხოლოდ საბანკო სისტემას მართავს ჩვეულებრივად ხელით, არამედ მედიასაც მართავს პირდაპირ ხელით და ბლოკავდნენ განცხადებებს თუ სხვა სახის მასალას მედიაში ამ დავასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის შეზღუდვები და სანქციები, რომლებიც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად სასაცილო საბაბით იყო გამოგონილი, როგორც ჩანს შესაძლოა ახლა ეს გამოიყენონ საბაბად იმისთვის, რომ არ მისცენ მას წვდომა ანგარიშებზე.
„მესამე, ამ დავის ნაწილიც იყო ზუსტად ის, რომ სხვა შეზღუდვებიც მოეფიქრებინათ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იმისთვის, რომ იცოდნენ რა, ეს იყო აბსოლუტური თავხედური ქცევა ბანკისა, რომელიც ადრე თუ გვიან სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდებოდა, ამ მომენტისთვის თავი დაეზღვიათ და სხვა მექანიზმები აემუშავებინათ. ამ მხრივ იყო კიდევაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მას იმედი არ აქვს ვინმე კანონის უზენაესობას იმ დონეზე აღიარებს, რომ აი ამ მარცხის შემდეგ მაინც მისცენ შესაძლებლობა, რომ მას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ანგარიშებზე. ასე, რომ ის შეზღუდვები და სანქციები, რომლებიც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად სასაცილო საბაბით იყო გამოგონილი, როგორც ჩანს შესაძლოა ახლა ეს გამოიყენონ საბაბად იმისთვის, რომ არ მისცენ მას წვდომა ანგარიშებზე.
მე ერთ რამესაც გავუსვამ ხაზს, ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდვაზე, რომელიც დააწესა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელსაც დღევანდელი ადმინისტრაცია მოიხსენებს როგორც „ავტოკალმის“ პრეზიდენტს, რომელმაც თვითონაც არ იცოდა რას აწერდა ხელს.
ასე, რომ ზუსტად ახლა არის ის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა გაიაზროს კიდევ ერთხელ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია იღებდა სხვა ქვეყნების და ერების დასაზიანებლად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.
მსგავსი სიახლეები
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
,,სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია''- შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
კანონში ცვლილებებით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება, ვაჭრობა აკრძალოს ან შეზღუდოს
თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი
იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე
საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე
კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში სხვადასხვა დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ, დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე - მისი აღსრულება -კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი