26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინტერპელაციის საკითხი შეხება ორ თემას: განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და Eagle Hills- ის პროექტთან დაკავშირებული საკითხი.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება შანსი პარლამენტიდან მოისმინოს პრემიერ-მინისტრისგან კითხვებზე პასუხი. კითხვებზე, რომელზეც ამ პროექტის ირგვლივ სპეკულირებენ აგენტები, კიდევ ერთხელ გაეცემა დეტალური პასუხი საპარლამენტო ტრიბუნიდან. 26 ნოემბერი იქნება საინტერესო დღე საპარლამენტო ცხოვრებაში, რადგან 2 მნიშვნელოვან საკითხზე პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება საზოგადოებას მიმართოს და ისაუბროს მნიშვნელოვან რეფორმასა და ინვესტიციაზე“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმება, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არასრულწლოვანთა დანაშაულთან ბრძოლის მიზნით მომზადებული ინიციატივები.

„არ ჩამოვყვები საკანონმდებლო ინიციატივებს სრულად. შევჯერდები და ხაზგასმით გამოვყოფთ რამდენიმეს. შალვა პაპუაშვილმა თავის ბრიფინგზე განაცხადა თუ რა იგეგმებოდა და მუშავდებოდა, რაც უნდა გამოვიდეს პლენარულ სხდომებზე. ეს არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის გაუქმება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იმ ღალატის ქრონიკიდან, რაც კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა. ასევე მნიშვნელოვანი თემაა, ყველანი ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში რეალური პრობლემაა არასრულწლოვანების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამისთვის მნიშვნელოვანი იყო ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაინიცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორად მივუდგეთ ამ საკითხს, რადგან საქმე გვაქვს ახალგაზრდების რეაბილიტაციასთან. კანონპროექტში ყველაფერი იქნება გაწერილი არასრულწლოვნების ინტერესების დაცვით და დაზღვეული იქნება არსი, რასაც ჰქვია რეაბილიტაცია. როდესაც ეს მხარე იქნება მოწესრიგებული და გამკაცრებული, პირდაპირპროპორციულად აისახება იმ აღსრულებაში, რასაც ჰქვია წაქეზების და ორგანიზატორების ქმედება.

ასევე მნიშვნელოვანია რიგი ცვლილები საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. აქაც ვნახეთ ერთდღიანი სპეკულაციები, თითქოს ჩვენ ემიგრანტებს ვინმე უკრძალავს ხმის მიცემას. ეს არის აბსურდი, ეს არის მათი სახე. მათ თავიანთი „ბაბლები“ ჰგონიათ ჩვენი ემიგრაცია. რეალურად შეხედონ თუ რა ურთიერთობაა კომიტეტის დონეზე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, კულტურული მიმართულებით როგორი მიდგომა ქართულ თემებთან და რეალურად როგორ გრძნობს თითოეული ემიგრანტი ჩვენი გუნდის მხრიდან მუშაობა, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში“,- განაცხადა კირცხალიამ.





მსგავსი სიახლეები
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
,,სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია''- შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
კანონში ცვლილებებით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება, ვაჭრობა აკრძალოს ან შეზღუდოს
თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი
იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე
საინტერესო საუბრები შედგა რომის პაპთან და სახელმწიფო მდივანთან, ეს გვიღრმავებს რწმენას, რომ გაგრძელდება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვატიკანს შორის -ირაკლი კობახიძე
კონკრეტული უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ-ირაკლი კობახიძე
საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას-ირაკლი კობახიძე
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი ინტერესების დასაცავად ვიღაც ჩამოვა ევროპიდან ან ამერიკიდან, ყველას თავისი ინტერესი აქვს და ქართველებმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ -კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში სხვადასხვა დავა მოიგო, თუმცა თანხას არ უბრუნებენ, დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მეორე - მისი აღსრულება -კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით
როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა - შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,უკრაინის ხელისუფლებას ორი რთული არჩევანიდან უწევს არჩევანის გაკეთება, რაც არჩევანიც აღარ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,როგორ ჩანს, ამ ომის მიმართ არსებობს პირდაპირი ინტერესი ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში''- შალვა პაპუაშვილი