საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება. შესაბამისი ცვლილებები – „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს – საპოლიციო საქმის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობის გაძლიერებასა და საპოლიციო საქმიანობაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.

პროექტში ნათქვამია, რომ პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მომზადების მიზნით, განახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.

პროექტით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი და პირობები. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, დასახელებულ პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

პროექტში ნათქვამია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება – ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის, აღნიშნული მიზნით კი, პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებაზე სტუდენტის დაშვებას. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება-რიგითი, ხოლო კურსდამთავრებულს საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.

პროექტის მიხედვით, პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება. მთავრობის განმარტებით, სტუდენტთა მიღება პოლიციის აკადემიაში დაგეგმილია 2027 წლის სექტემბრიდან. მათი ცნობით, პოლიციის აკადემიაში მიღებული იქნება 44 სტუდენტი, რომლებიც სწავლის საფასურს არ გადაიხდიან და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით, მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმით, წახალისების საშუალებებითა და სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით, ასევე, სწავლის პერიოდში სტუდენტი შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს საერთო საცხოვრებლით.





მსგავსი სიახლეები
მარკ რუტე - საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი - იური უშაკოვი
,,ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით''-პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისს" სასამართლო დავა მოუგო
2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება- სოფია ვულდეფსი
„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი''- თინა ბოკუჩავა
„პოლიტიკო“ - ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება
,,ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი,''- პრემიერი
,,უკრაინელი ჯარისკაცი აცხადებს, რომ დონეცკის ქალაქი პოკროვსკი სრულად დაკარგულია''-უნიანი
,,სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება''-როიტერი
"ხაბეიშვილი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყო, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ინგლისური არ იცოდა და შემოგვტენეს, რომ აი ასეთია ქართველი" - ოთარ კახიძე
,, ტრამპის გეგმა რუსეთის პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება''- ანდრეი სიბიგა
"ოცნებამ" ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ამით ომი გამოუცხადა იმ მოქალაქეებს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა-სოფო ხორგუანი
უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
აშშ მზადაა, ყირიმი და დონბასი რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. ტრამპის გეგმა უკრაინისგან მაქსიმალურ დათმობებს მოითხოვს - Axios
"ევროპისათვის ბრძოლა მხოლოდ იწყება: სანამ ევროკავშირი თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, სხვები "გათიშე და იბატონეს" პოლიტიკით არიან დაკავებულნი"-Financial Times
ალექსანდრ სტუბი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს
,,2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს''- ირაკლი კობახიძე