ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში -ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო

ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთი არასწორად მოიქცა, როდესაც არ აღიარა გერმანიაში პოლონეთის ორი მოქალაქის მიერ გაფორმებული ქორწინება იმ საფუძველზე, რომ პოლონეთის კანონმდებლობით ერთი და იგივე სქესის პირთა შორის ქორწინება არ არის დაშვებული.

„ევროკავშირის ორ მოქალაქეს შორის ქორწინების აღიარებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეს არღვევს თავისუფლებას და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გადაწყვეტილება არ აიძულებს ვარშავას, ერთნაირსქესიანი ქორწინება პოლონეთის შიდა კანონმდებლობით დაუშვას. ახლა პოლონეთის სასამართლომ უნდა აღიაროს მომჩივანი წყვილის ქორწინების სტატუსი, თუმცა იტოვებს უფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ეს აღიარება. აღნიშნული სასამართლო განხილვა დაიწყო როდესაც, პოლონეთის ორმა მოქალაქემ, როლებსაც 2018 წელს გერმანიაში დაქორწინდნენ, ხელისუფლებას მიმართეს მათი კავშირის პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციისთვის, რაზეც უარი მიიღეს იმის საფუძველზე, რომ პოლონეთის კანონმდებლობა არ ცნობს სამართლებრივ სტატუს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის. მას შემდეგ, რაც წყვილმა უარი სასამართლოში გაასაჩივრა, ეროვნულმა სასამართლომ საქმე ლუქსემბურგში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადასცა.

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე, საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
რომელი პუნქტები ამოიღეს ტრამპის სამშიდობო გეგმიდან
,,ომის დასრულების შემდეგ, ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა შესაძლოა ფრონტის ხაზიდან მოშორებით მოხდეს''- მაკრონი
ბრიუსელის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, 26 ნოემბერს რეისები გაუქმდება
,,რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი''- აშშ-ის სახმელეთო ჯარების პრესსპიკერი
უკრაინა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ სამშვიდობო წინადადებას დათანხმდა-ABC News
ევროპა ამბობს, "არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება", ბიჭებო, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, რომლებიც ხელიდან გაუშვით-სერგეი ლავროვი
ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში -ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის - უკრაინული მედია
26 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავენ - მედია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს
პიტერ სიიარტო ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დაბლოკვის მცდელობაში
წინადადებები, რაც მოსკოვმა ნახა, ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე გამართულ დისკუსიებს შეესაბამება - ვლადიმერ პუტინი
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთის პროკურატურამ კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენა ბრალი
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება - დონალდ ტრამპი
ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ გერმანელებს ამ ომში -ვიქტორ ორბანი
რატომ ჩაიშლება "ტრამპის გეგმა"-ავთანდილ წულაძე
"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი