ევროპა ამბობს, "არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება", ბიჭებო, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, რომლებიც ხელიდან გაუშვით-სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით ოცნება უწოდა, რომელსაც, მისივე თქმით, არაფერი აქვს საერთო კონფლიქტის მოგვარებასთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი ამერიკული მხარისგან მოელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული უკრაინის საკითხის მოგვარების გეგმის ევროპასა და უკრაინასთან შეთანხმებულ ვერსიას წარადგენს.

ლავროვის მტკიცებით, თუ დოკუმენტიდან წაიშლება ანკორიჯის სულისკვეთება, მაშინ ეს ფუნდამენტურად განსხვავებული სიტუაცია იქნება.

„ვინც ცდილობს წარდგენილი დოკუმენტების გააზრებას, პირველ რიგში, ისინი განზრახ გაავრცელეს მედიაში ამ აჟიოტაჟის გასაღვივებლად. ისინი, ვინც ამ აჟიოტაჟს აწყობენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებით არ მალავენ, მათ სურთ დონალდ ტრამპის ძალისხმევის ძირის გამოთხრა, ამ გეგმის თავისებურად გადაწერა. გვაქვს კომუნიკაციის არხები ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან; ისინი გამოიყენება და მათგან ველოდებით ვერსიას, რომელსაც ისინი შუალედურ ვერსიად მიიჩნევენ ამ ტექსტის ევროპელებთან და უკრაინელებთან კოორდინაციის ფაზის დასრულების თვალსაზრისით", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპელებმა ვერ გამოიყენეს თავიანთი შანსი უკრაინის კრიზისის დარეგულირების საქმეში.

„ასე რომ, ევროპა ახლა როდესაც ამბობს, „არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება", თქვენ უკვე გქონდათ შანსები, ბიჭებო, თქვენ ვერ ისარგებლეთ ამ შანსებით, უბრალოდ, ხელიდან გაუშვით ის. ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის შუამავლობას, თურქეთის შუამავლობას და ვაფასებთ უნგრეთის პოზიციას, რომელსაც სიამოვნებით სურს პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებული რუსეთ-აშშ-ის სამიტის მასპინძლობა. რა თქმა უნდა, ვაფასებთ თავად შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ერთადერთი დასავლური ქვეყანაა, ლონდონის, ბრიუსელის, პარიზისა და ბერლინისგან განსხვავებით, რომელიც ინიციატივას იჩენს გადაწყვეტის მოსაძებნად. ჩვენ ვაფასებთ ამას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ," - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა: „ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა ისეთი მშვიდობა, რომელიც რეალურად კაპიტულაციაა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა წარმოუდგენელ პოზიციაში აღმოჩნდება და რუსეთს სრული თავისუფლება ექნება".

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - ცხრა თვეში რვა ომი დავასრულე, საბოლოო ომზე ვმუშაობთ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან
რომელი პუნქტები ამოიღეს ტრამპის სამშიდობო გეგმიდან
,,ომის დასრულების შემდეგ, ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა შესაძლოა ფრონტის ხაზიდან მოშორებით მოხდეს''- მაკრონი
ბრიუსელის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, 26 ნოემბერს რეისები გაუქმდება
,,რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი''- აშშ-ის სახმელეთო ჯარების პრესსპიკერი
უკრაინა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ სამშვიდობო წინადადებას დათანხმდა-ABC News
ევროპა ამბობს, "არ გაბედოთ ჩვენ გარეშე რამის გაკეთება", ბიჭებო, თქვენ უკვე გქონდათ შანსები, რომლებიც ხელიდან გაუშვით-სერგეი ლავროვი
ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში -ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის - უკრაინული მედია
26 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის „სამშვიდობო გეგმას“ განიხილავენ - მედია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა პირველადი სახით აღარ არსებობს
პიტერ სიიარტო ევროპას ადანაშაულებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დაბლოკვის მცდელობაში
წინადადებები, რაც მოსკოვმა ნახა, ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე გამართულ დისკუსიებს შეესაბამება - ვლადიმერ პუტინი
სარკინიგზო მაგისტრალის აფეთქების საქმეზე, პოლონეთის პროკურატურამ კიდევ ერთ უკრაინელს წაუყენა ბრალი
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, შესაძლოა, რაღაც კარგი ხდება - დონალდ ტრამპი
ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელებს უბიძგებდა ომში ჩართვისკენ, მოწმე ვარ, როგორ უბიძგებდნენ გერმანელებს ამ ომში -ვიქტორ ორბანი
რატომ ჩაიშლება "ტრამპის გეგმა"-ავთანდილ წულაძე
"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით-აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება
,,ალბათ ეს შეხვედრა ყველაზე პროდუქტიული და აზრიანი იყო''- მარკო რუბიო
მერცს ეჭვი ეპარება, რომ„სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევა ტრამპის მიერ დადგენილ ვადაში იქნება შესაძლებელი