დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება.
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ელექტრომობილების დამტენი, რომელიც კომპანიამ „მარტივი“ დაამონტაჟა, დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინი ბაგაშვილი.
კახა კალაძემ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რასაც მუნიციპალიტეტი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ატარებს.
„ელექტრომობილების წახალისება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მათ მფლობელებს საკმაოდ ბევრი შეღავათი აქვთ, განბაჟებას უფასოდ აკეთებენ, ქალაქში პარკირებაც უფასო აქვთ. რაც შეეხება ელექტროდამტენებს, სწრაფი დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით თებერვალში ტენდერი გვქონდა გამოცხადებული. იყო სამი ლოტი და ორი გამარჯვებული კომპანია გვყავს. მათ შორის, ორ ლოტში გაიმარჯვა კომპანიამ „მარტივი“. სწორედ მათ მიერ დამონტაჟებული ერთ-ერთი დამტენი დავათვალიერეთ დღეს. კომპანიას ტენდერის პირობების თანახმად, 130 ელექტროდამტენის დამონტაჟების ვალდებულება აქვს და აქედან ნახევარზე მეტი სხვადასხვა არეალში უკვე დამონტაჟებულია. ძალიან მარტივია მათი გამოყენება მობილური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ. დედაქალაქში კონკრეტული ადგილები გვაქვს, სადაც სწრაფი დამტენებია დამონტაჟებული. ასევე, სპეციალურად ელექტრომობილებისთვის პარკინგსივრცეები გვაქვს მოწყობილი, სადაც უფასოდ დაპარკინგება და დატენვაა შესაძლებელი. ზოგადად, იცით, რომ მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს, განვახორციელეთ მთელი რიგი რეგულაციები სამშენებლო მიმართულებით, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც თავისი გამონაბოლქვით აბინძურებდა გარემოს. დღეს, თბილისის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები და მიკროავტუბესები ემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელის მოწყობა მიზნად ისახავს ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის შექმნას. მათივე ცნობით, 2025 წლის თებერვალში თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქში, ჯამში, 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.
მსგავსი სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად''- რევაზ სოხაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა
ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას -საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
24 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
„ჩამოშლილი მასის ქვეშ სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოყვა - „ნაპოვნია ოთხი ცხედარი“ - ვითარება სოფელ წკერესთან
,,უნდა გავძლიერდეთ და ვეცადოთ ყველასთან ღია და კარგი ურთიერთობები გვქონდეს''- მეუფე იაკობი
,,თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა''- მეუფე შიო
საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა
სამი ლოცვა, რომელიც გიორგობას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს