,,საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან''- არსენიო დომინგესი

 

გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან. ამის შესახებ არსენიო დომინგესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დომინგესის თქმით, მარიამ ქვრივიშვილთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„ვისაუბრეთ არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, რომელსაც გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია მომავალშიც გაუწევს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის აქტიურ წევრს, არამედ ხაზი გავუსვით ქვეყნის საზღვაო სექტორში მიღწეულ პროგრესს, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან", - განაცხადა არსენიო დომინგესმა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს წარმატებული მონაწილეობა IMO-ს ეგიდით მიმდინარე პროექტებში. საუბარი წარიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და რეფორმებზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ გაზრდიან საქართველოს, როგორც საზღვაო სატრანსპორტო ქვეყნის როლს რეგიონში. ასევე აქცენტი გაკეთდა ქართველ მეზღვაურების  განათლების და სერტიფიცირების სისტემაზე.

გაერო-ს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს როგორც გაერო-ს ორგანიზაციის, ისე საზღვაო ადმინისტრაციების საქმიანობა და საზღვაო სექტორის გაუმჯობესების პერსპექტივები.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილები შევიდა
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო
,,საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან''- არსენიო დომინგესი
„გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში''- მარიამ ქვრივიშვილი
,,ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს''- გიორგი კახიანი
არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ, რასაც ვხედავთ, არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა-კახა კალაძე
30 წელია, ნატო-ში გაწევრიანებას ვითხოვთ, რაზეც არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ვიღაცამ სათავისოდ არ გამოიყენოს -კახა კალაძე
გამოაშკარავდა რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას -კახა კალაძე
ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო
ქარაგმებით საუბარმა ეფექტურობა ამოწურა, კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე ნატო-ში კონკრეტულები თუ იქნებიან -ირაკლი ქადაგიშვილი
ბარამიძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე: მაშინ გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი... ასევე, იმ პირობებში იყო ისეთი სუს-ი, რომელიც რუს ჯაშუშებს აკავებდა
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
,,სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია''- შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
კანონში ცვლილებებით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება, ვაჭრობა აკრძალოს ან შეზღუდოს
თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი