პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ 76 ხმით 9-ის წინააღმდეგ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად: ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით; პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები; დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს; არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები; საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.
ამასთან, საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივ შეუთავსებლობასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება შესაბამის თავებში; ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა; ზუსტდება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად, ნასამართლობის მქონე პირი, მიუხედავად გამოყენებული სასჯელის სახისა, ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი; საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ან რეგისტრირებულია საზღვარგარეთ.
საკანონმდებლო ინიციატივით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზანი ის არის, რომ საარჩევნო დღეს ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ.
„ამ დათქმის მიზანი სწორედ ის არის, რომ არჩევნების დროს ემიგრანტები სამშობლოში მასობრივად ჩამოვიდნენ და ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ის პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, მის მომავალი ოთხი წლით მართვასა და სახელისუფლებო რგოლის დაკომპლექტებას უკავშირდება", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კანონის ახალი რედაქციით, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები. აგრეთვე, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, დგინდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფად ფორმირების საფუძვლები. დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენები გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას. იცვლება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის/დანიშვნის ვადები; მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2011 წელს მიღებულ „საარჩევნო კოდექსში" დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.
„შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, დღის წესრიგში ორგანული კანონის ტექსტის გადამუშავების, მსგავსი ნორმების გაერთიანების, გარდამავალ დებულებებში არსებული კონკრეტული რეგულაციების კანონის მოქმედების ვადით დადგენის და დაწესების, აგრეთვე, კანონში კონკრეტული პრინციპული საკითხების ასახვის საჭიროება დადგა", - აღნიშნა დ
ავით მათიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილები შევიდა
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო
,,საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან''- არსენიო დომინგესი
„გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში''- მარიამ ქვრივიშვილი
,,ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს''- გიორგი კახიანი
არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ, რასაც ვხედავთ, არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა-კახა კალაძე
30 წელია, ნატო-ში გაწევრიანებას ვითხოვთ, რაზეც არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ვიღაცამ სათავისოდ არ გამოიყენოს -კახა კალაძე
გამოაშკარავდა რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას -კახა კალაძე
ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო
ქარაგმებით საუბარმა ეფექტურობა ამოწურა, კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე ნატო-ში კონკრეტულები თუ იქნებიან -ირაკლი ქადაგიშვილი
ბარამიძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე: მაშინ გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი... ასევე, იმ პირობებში იყო ისეთი სუს-ი, რომელიც რუს ჯაშუშებს აკავებდა
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
,,სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია''- შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
კანონში ცვლილებებით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება, ვაჭრობა აკრძალოს ან შეზღუდოს
თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა
კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა, საქართველოს მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო დამოკიდებულებით მოვახერხეთ ამ სცენარის თავიდან აცილება -პრემიერი