„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, კომპანია „იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში 6.6 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - მათ შორის, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და შეიქმნება ახალი, მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილები.

„იგლ ჰილსის" პროექტს მნიშვნელოვანი როლი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით არსებული მოლოდინების გაუმჯობესებაზე, რასაც სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ზრდაც ადასტურებს. ამასთან, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია გზავნილია სხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისადმი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ „იგლ ჰილსის" მიერ დედაქალაქსა და გონიოში თანამედროვე, მაღალი ხარისხის და სტანდარტების შესაბამისი პროექტები განხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების და ფულადი რესურსების შემოტანის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

„გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე გაჩნდება ახალი სივრცეები და მიზიდულობის ცენტრები, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს საქართველოში გაცილებით მაღალმხარჯველები ტურისტების შემოდინებას და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა თვისობრივად სხვა დონეზე გადავა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში -მარიამ ქვრივიშვილი
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ნოემბერს
PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე -შალვა პაპუაშვილი
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო