კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორთან, მასტერ სერჟანტ დევიდ სკოტ ტემპლტონთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორს, მასტერ სერჟანტ დევიდ სკოტ ტემპლტონს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. კობა კობალაძემ სტუმრებს სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია, განვითარების ეტაპები, სტრატეგიული გეგმები და მიმდინარე ამოცანები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. სამსახურის დირექტორმა, სტუმრებს, ასევე, გააცნო ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ვეტერანთა ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენებისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე.
კობა კობალაძემ, ასევე, მიმოიხილა სამსახურის მიერ განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დელეგაციამ, არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო გასული წლის ვიზიტი, რომელიც აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მაშინდელი მდივნის თანაშემწის, ჯეიმს როდრიგესის ოფიციალური მიწვევით შედგა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს გომბორში მიმდინარე მოხალისეთა მომზადების პროგრამაც, რომელსაც ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები — ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს. სამსახურის დირექტორმა სტუმრებს გააცნო პროგრამის შექმნის ისტორია, ორ წელიწადში განხორციელებული სასწავლო კურსები და მიღწეული შედეგები.
კობა კობალაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებულ მჭიდრო და მრავალწლიან თანამშრომლობას. მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ვეტერანთა წინაშე, ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მადლიერება იმ ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) წლების განმავლობაში გამოხატავს საქართველოს ვეტერანების მიმართ. მან ისაუბრა ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის ODC-ის მიერ გადაცემულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი მოდელის სამედიცინო აპარატურაზე, რომელთა საერთო ღირებულება ორ მილიონ ლარს აჭარბებს. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ჰოსპიტლისთვის გადაცემული კომპიუტერული ტომოგრაფი, ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური და გულზე დატვირთვის სისტემები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაგნოსტიკის ხარისხს.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს კობა კობალაძეს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნეს, რომ ამერიკული მხარე მზად არის, გააღრმავოს თანამშრომლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და გააგრძელოს საქართველოს ვეტერანთა მხარდაჭერა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები — ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის" დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, რომელიც 14 წლის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, მათ შორის კოსოვოსა და ერაყში.

მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს
კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორთან, მასტერ სერჟანტ დევიდ სკოტ ტემპლტონთან შეხვედრა გამართა
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილები შევიდა
პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო
,,საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან''- არსენიო დომინგესი
„გავაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა გაიზარდოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში''- მარიამ ქვრივიშვილი
,,ევროკავშირის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს''- გიორგი კახიანი
არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ, რასაც ვხედავთ, არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა-კახა კალაძე
30 წელია, ნატო-ში გაწევრიანებას ვითხოვთ, რაზეც არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ვიღაცამ სათავისოდ არ გამოიყენოს -კახა კალაძე
გამოაშკარავდა რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას -კახა კალაძე
ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო
ქარაგმებით საუბარმა ეფექტურობა ამოწურა, კარგი იქნება, საქართველოსთან თანამშრომლობაზე ნატო-ში კონკრეტულები თუ იქნებიან -ირაკლი ქადაგიშვილი
ბარამიძე 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე: მაშინ გზავნილი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი... ასევე, იმ პირობებში იყო ისეთი სუს-ი, რომელიც რუს ჯაშუშებს აკავებდა
კერძო დაცვითი ორგანიზაციები რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და მოძრავი შემადგენლობის დაცვას ვეღარ განახორციელებენ
26 ნოემბერს ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ
,,სამარცხვინოა, რომ ევროპიდან საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ იმ „ენჯეოების“ მეშვეობით, რომლებსაც ვებგვერდები აქვთ''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: გავიმეორებდი იმ სიტყვებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა გამოიყენეს ამ დავის და მთლიანად პროცესის შესაფასებლად - ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა. ეს დღეს დაადასტურა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ
„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია''- შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა
კანონში ცვლილებებით, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, განსაკუთრებულ შემთხვევაში ბაზარზე გარკვეული პროდუქტის განთავსება, ვაჭრობა აკრძალოს ან შეზღუდოს
თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები -ნიკა მელია