აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ ამერიკაში ქართული ეპარქიის ეპისკოპოსს საბა ინწკირველთან, ვაშინგტონის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვართან, დეკანოზ პავლე ზაქარიასთან და ფილადელფიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისა და დიასპორის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს. ამავდროულად აღინიშნა გარემოება, რომ 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი შესრულდება.
ამავე კონტექსტში, ვაშინგტონში ქართული ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ინიციატივის მხარდასაჭერად, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, განხორციელდა საელჩოს კონტრიბუცია. ელჩმა ეპარქიის მღვდელმსახურებსა და ცენტრის წარმომადგენლებს ასევე სიმბოლური საჩუქრები გადასცა", - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად''- რევაზ სოხაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა
ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას -საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
24 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
„ჩამოშლილი მასის ქვეშ სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოყვა - „ნაპოვნია ოთხი ცხედარი“ - ვითარება სოფელ წკერესთან
,,უნდა გავძლიერდეთ და ვეცადოთ ყველასთან ღია და კარგი ურთიერთობები გვქონდეს''- მეუფე იაკობი