სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ ომის დასრულების აუცილებლობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთ დიდ ომში სახელმწიფოს „ერთსულოვანი" პოლიტიკური პოზიცია არ ამოძრავებს. ეს მითი უფრო პროპაგანდისთვის გამოდგება, ვიდრე პოლიტიკისთვის. რეალობაში, ხელისუფლებაში ყოველთვის არსებობს სულ ცოტა ორი ბანაკი („ქორები" და „მტრედები") და რაც უფრო მძიმეა კონფლიქტი, მით უფრო ძლიერი და აშკარაა ამ ორი ბანაკის დაპირისპირება ერთმანეთთან. - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, ამ ომის პარალელურად, სწორედ დღეს წყდება „მტრედებისა" და „ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს.
„მესმის გლობალური და ლოკალური გადაღლა ამ ომით. ამას ემატება მორალურ-ფსიქოლოგიური ასპექტიც: ბრძოლის ველზე ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავენ დიდი სამამულო ომის გმირების შვილთაშვილები, ხოლო გერმანელი ფაშისტების შთამომავლები ამ სლავური „ხორცსაკეპი" მანქანის ძირითად სპონსორებად გვევლინებიან. ზუსტად 46 დღე გვრჩება და თავისი ხანგრძლივობით რუსეთ-უკრაინის ომი დიდი სამამულო ომის პერიოდს გადააჭარბებს. ამ დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, დამარცხებული დასავლური ფაშიზმის შურისძიება გამოავლინა ფაშიზმზე გამარჯვებულ ხალხზე.
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ ომის დასრულების აუცილებლობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთ დიდ ომში სახელმწიფოს „ერთსულოვანი" პოლიტიკური პოზიცია არ ამოძრავებს. ეს მითი უფრო პროპაგანდისთვის გამოდგება, ვიდრე პოლიტიკისთვის. რეალობაში, ხელისუფლებაში ყოველთვის არსებობს სულ ცოტა ორი ბანაკი („ქორები" და „მტრედები") და რაც უფრო მძიმეა კონფლიქტი, მით უფრო ძლიერი და აშკარაა ამ ორი ბანაკის დაპირისპირება ერთმანეთთან.
„ქორები" ომის გაგრძელებას, ზეწოლის გაძლიერებასა და მაქსიმალური შედეგის მიღწევას „აწვებიან". მათი ენაა - ძალა, სიმკაცრე და უკომპრომისობა („გაჩერება არ შეიძლება"); „მტრედები" სხვა სივრცეზე საუბრობენ: ადამიანური რესურსის განადგურებაზე, უაზრო დანახარჯებზე, ეკონომიკის გადახურებაზე, საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და იმ მომენტზე, როცა ომით მიღწეული შედეგი უკვე დასაფიქსირებელია.
პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ორი ბანაკი ერთიანი სისტემისთვის „მტრებს" არ წარმოადგენენ - ისინი მისი საყრდენია. სახელმწიფო, სადაც მხოლოდ „ქორები" რჩებიან, წყვეტს მიზნების მრავალსახეობის შერჩევას და მხოლოდ ომის მომსახურებას აგრძელებს. ხოლო სახელმწიფო, სადაც მხოლოდ „მტრედები" დომინირებენ, ვაჭრობის უნარს კარგავს და მოლაპარაკებების დაწყებამდე უკვე კაპიტულაციას იწყებს.
აშშ-ში დღეს ეს დაპირისპირება ღიად მიმდინარეობს: ელიტების ერთი ნაწილი უკრაინის ომში რუსეთის გამოფიტვის ინსტრუმენტს ხედავს, მეორე ნაწილი კი - გაუმართლებელ სტრატეგიულ ტვირთს, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მის ძირითად "მოწინააღმდეგეზე" - ჩინეთზე კონცენტრირებას. კრემლშიც სურათი აბსოლუტურად სიმეტრიულია: ძალოვანი ბლოკი კონფლიქტის „ისტორიულ შედეგამდე" მიყვანას მოითხოვს, ტექნოკრატები კი - მიღწეულის დაფიქსირებას და სანქციური ჩიხიდან გამოსვლას.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სახელმწიფოსთვის არც „მტრედების" არსებობაა სისუსტე, ისევე, როგორც „ქორების" აქტიურობა ავტომატურად გამარჯვებას არ იძლევა. ეს არის შიდა სისტემური „ვაჭრობის ენა". ამიტომაც, როდესაც ერთი მხარე აცხადებს, რომ მზადაა მშვიდობისთვის, იგი ყოველთვის ამატებს: „თქვენ ხედავთ, ჩვენი „ქორები" ჯერ კიდევ კონტროლს ექვემდებარებიან - მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება". სწორედ ეს არის მოლაპარაკებების პროცესში ოპონენტზე ზეწოლის ლოგიკა.
ამიტომ, დროებით მაინც შევეშვათ აჟიოტაჟის გამოვლინებას და საზეიმო „ფალსტარტს" - „დამყარებული მშვიდობის" თემაზე. ეს არის არანაკლებად მწვავე პროცესი, ვიდრე უშუალოდ ბრძოლის ველზე მიმდინარე ომი - ეს არის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, როგორც თეთრ სახლში, ასევე კრემლშიც. ამავდროულად, სწორედ დღეს წყდება „მტრედების" და „ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს. ეს პროცესი საინტერესო სანახაობა იქნებოდა, მის მიღმა, ყოველდღიურად, ტონობით სისხლი რომ არ იღვრებოდეს...", - წერს დავით ქართველიშვილი.
მსგავსი სიახლეები
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! -ზაალ მიქელაძე
"34 წლის წინ, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა ეს მანქურთები აგრძელებენ"-გიორგი გამსახურდია
ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა
მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?-მიხეილ სააკაშვილი
სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
"ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს"-ელენე ხოშტარია
ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით საპყრობილის მესამე სართულზე და შეგვეძლო, გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა-მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მიმართავს
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", სჯობს დაამატონ: "მე ვარ იდიოტი" - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია-სააკაშვილი
23 ნოემბერს სააკაშვილის ციხესთან 20 "ნაცი"იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო-თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს არა იმდენად "არაბულ", არამედ, უკვე "კოსმოპოლიტურ"სოფლებს ებრძვიან -დავით ქართველიშვილი
ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში-დავით ქართველიშვილი
ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი
დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი