საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. დოკუმენტი მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის მიხედვით სულ დამუშავდა 902 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დაინტერესებული მხარეების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა, დეზინფორმაციული, მანიპულაციური და იმიჯის შემლახავი განცხადებები.
დამუშავებული ინფორმაციიდან 143 იყო დეზინფორმაცია, 128 მანიპულაცია, 8 კი იმიჯის შემლახავი. მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გამავრცელებლები ძირითადად იყვნენ ცალკეული მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო აქტორები. საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. მსგავსი რიტორიკა სავარაუდოდ მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცესკოს ხელმძღვანელი პირების მიმართ საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენა/დამკვიდრებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯის დაზიანების მცდელობით, მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობის გამოწვევის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად დაინტერესებული მხარეები იყენებდნენ ერთსა და იმავე სქემატურ მოდელს. კერძოდ, დეზინფორმაციის ტალღა უმეტესად იწყებოდა კონკრეტული აქტორის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტულ საკითხზე გამოქვეყნებული არასწორი და მანიპულაციური შინაარსის განცხადების გამოქვეყნებით. შემდგომ კი თემის განვრცობა და ინტერპრეტირება ხდებოდა ცალკეული მედიასაშუალებებით, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების საშუალებით. აღნიშნული განპირობებული იყო არა ობიექტური შეფასებით, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციებით საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით.
მოცემულ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობისკენ. ზემოთ აღნიშნული აქტორების სავარაუდო მიზანს წარმოადგენდა 4 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მიმართ უნდობლობის გაჩენა.
ცხადია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის რისკს, არჩევნების მიმართ ნდობის ხელოვნურად შემცირებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საინფორმაციო გარემოს მიზანმიმართული მანიპულირება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და სათანადო რეაგირებას, რათა საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია.
სწორედ ამ მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება და საზოგადოებას მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია. ანგარიში იხილეთ ბმულზე:
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს