პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს

 

როდესაც EAGLE HILLS-ის  პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქის ინტერესი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი ასეთი ინვესტიციის მოზიდვა ქვეყანაში.

 

„რაც შეეხება ეკონომიკას, თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი. საშუალო მაჩვენებელი არის 9.7 % 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც გვაქვს თითქმის 8 %-იანი ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადაცდება ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, პირველად ისტორიაში წელს. თუმცა ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი. დაახლოებით, 30-40 %-ით. შარშანდელი მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9.4 %, ეს ნიშნავს იმას, რომ 350 000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ასეთ პირობებში, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე ტიპის საინვესტიციო პროექტზე ვთქვათ უარი, მით უმეტეს, როცა საუბარია სრულიად უნაკლო პროექტზე, რომელსაც არავითარი მინუსი არ ახლავს თან. არათუ უარი არ უნდა ვთქვათ, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი პროექტი მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც ხედავენ ამ პროექტის ოპონენტები, რომ ჯერ კიდევ 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, როცა ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და ა.შ. და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე შესაბამისად მეტყველებს. სრულიად გასაგებია საზოგადოების მაღალი ინტერესი ამ საკითხის მიმართ და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დისკუსია თემასთან დაკავშირებით. ამ ფორმატშიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ დისკუსიის გაგრძელება, თუ იქნება დამატებითი შეკითხვები პროექტის ამა თუ იმ ასპექტთან დაკავშირებით, მზად ვარ, რომ ყველა შეკითხვას გავცე ამომწურავი პასუხი,"- განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს