,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი, უკვე დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა დიალოგი საქართველოსთან, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს და ძირითადად ამაზე ევროკავშირის ელჩი საუბრობდა, ის მოგვიანებით დოკუმენტურადაც დაადასტურეს.
„2024 წლის 27 ივნისს თავად ევროპულმა ბიუროკრატიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან დიალოგის შეჩერების თაობაზე, რაც იყო უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიმართ. შემდეგ გამოაცხადეს უტიფრად, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ის, რაც მათ უკვე ივნისში ჰქონდათ შეჩერებული. ამ მასშტაბის დემაგოგია, რა თქმა უნდა, არ ეკადრება ზოგადად ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ვხედავთ, დარღვეულია მათ შორის მორალური პრინციპებიც ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომები მომავალში შეიცვლება და შეიცვლება ზოგადად ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას, ის ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში და შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციას სწორედ მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით დაემატა.
„ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ ოპოზიციამ ამ ჩვენს ძალისხმევას მხარი არ დაუჭირა. ყველაფერი ნათელია, ყვლაფერი წერია საქართველოს კონსტიტუციაში, როგორია ჩვენი ორიენტაცია, რა გვინდა საგარეო-პოლიტიკური კუთხით, ეს წერია საქართველოს კონსტიტუციაში. თუ მიდგომები შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუ გლობალური პოლიტიკური კონტექსტი შეიცვლება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ყველა დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა დღეს ხედავთ, რომ გლობალური კონტექსტი არ არის ამ მიზნების შესრულებისკენ მომართული როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. თქვენ ხედავთ, როგორ ვითარდება ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რაც აისახება სხვა ქვეყნებზეც, ვხედავთ, როგორია ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის მიმართ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მიდგომები შეიცვლება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის ცხადი - ის არის დაფიქსირებული არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში, არამედ ჩვენს საჯარო განცხადებებში და ეს ყველაფერი არის ჩვენი ქმედებების თანმდევი ნაწილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები არის აბსოლუტურად მკაფიო და ცხადი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს