,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი

 

Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი, მაქსიმალური 10 წელიწადი, სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ეს დამოკიდებული, თავად კომპანიის ინტერესშია, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთობლივი კომპანიის საბჭო, რომელშიც ქართული მხარეც არის წარმოდგენილი თავისი წევრებით.

 

„ქართული მხარე  კომპანიაში არის  წარმოდგენილი დირექტორის მოადგილით, ანუ ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომელიც ჩაიდო ამ ხელშეკრულებაში. დივიდენდის გაცემას რაც შეეხება, რაც არის სტანდარტული პრაქტიკა, იმ პრაქტიკას გავყვებით და ერთობლივად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. თავად დივიდენდი პირველი წელს არ გაიცემა ხოლმე, შეიძლება, არც მეორე წელს გაიცეს. აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ დივიდენდი არის შედარებით მცირე ნაწილი იმ მოგებისა, რომელსაც პროექტიდან მიიღებს სახელმწიფო. ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით. დაახლოებით 500 მილიონი არის, რასაც ველოდებით გადასახადების სახით, რაც პროექტის განხორციელების პირველივე წლიდან დაიწყება, მაშინვე მიიღებს სახელმწიფო ამ შენატანს გადასახადების სახით და საშუალოდ ეს იქნება 500 მილიონი წელიწადში. ეს 2 მილიარდი, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის დამატებითი მოგება, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. კომპანია Eagle Hills-სთან ერთად, მივიღებთ გადაწყვეტილებას დივიდენდის განაწილების თაობაზე, მათ შორის ათვლის წერტილის თაობაზე. ორივე მხარეს თანაბრად გვაინტერესებს, რაც შეიძლება მალე წამოვიღოთ დივიდენდი და მეორე, ისე არ წამოვიღოთ ის დივიდენდი, რომ პროექტს მივაყენოთ რაიმე ზიანი. აქ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორივე მხარის ჩართულობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს