„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს „იგლ ჰილსის" პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს აღნიშნული პროექტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია „იგლ ჰილსი" თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა - ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე - ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრისეილები", წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.
ჩვენთვის მთავარი რა არის - დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.
ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის," - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს