,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში და იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში, ეს არის - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ძირითადად ეხება თბილისს, ვინაიდან სხვა ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, ჰქონდეთ ერთზე მეტი ფაკულტეტი.
„თბილისში არის ეს გამოწვევა. არის ჭარბად დაშლილი სისტემა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ უმაღლესი განათლების საერთო ხარისხი არის დაბალი და არადამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ვფიქრობთ, ოპტიმიზაციის მიმართულებით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თბილისში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისში მოქმედებს 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთ შემთხვევაში დონე არის საშუალო, მეორეში - საშუალოზე დაბალი, მესამეში - საშუალოზე დაბალზე დაბალი და მეოთხეში - კიდევ უფრო დაბალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მაშინ, როდესაც ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 4-წლიან პერსპექტივაში, იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისში უზრუნველვყოთ არსებითად იგივე ხარისხის და დონის განათლება, რაც არის მაგალითად განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიც არის პირობითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ანუ შეგვიძლია, ოპტიმიზაციის პირობებში თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს