ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ეწვივნენ. მათ, მასპინძლობა, ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ,ჯანდრი უბირიამ გაუწიეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მუშაობის სპეციფიკას, ჰოსპიტლის აღჭურვილობას; გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სადიაგნოსტიკო მიმართულება; ჰოსპიტლის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები პირველადი ჯანდაცვის კუთხით ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.
ამერიკელმა სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC)-ის მიერ, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის გადაცემული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი მოდელის სამედიცინო აპარატურა_ კომპიუტერული ტომოგრაფი, ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური და გულზე დატვირთვის სისტემები; მათ, ასევე, დაათვალიერეს მობილური კლინიკა, რომელიც, ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ -TIKA-მ გადასცა.
ამურ რევიშვილმა ხაზი გაუსვა იმ თანადგომის მნიშვნელობას, რასაც ამერიკული მხარე და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC), წლების განმავლობაში გამოხატავს საქართველოს ვეტერანების მიმართ, კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
სტუმრები დაინტერესდნენ სტატისტიკური მონაცემებით_რამდენი ვეტერანის დიაგნოსტირება ხდება აღნიშნული აპარატურით ყოველდღიურად და წლიურად; ჯონათან ადამსმა და დევიდ სკოტ ტემპლტონმა კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ამერიკულ მხარეს და საერთაშორისო პარტნიორტებს, თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ვეტერანების დროული დიაგნოსტიკის ხარისხის ამაღლებასა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მათ, მასპინძლებს აღუთქვეს, რომ ამერიკული მხარე, საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.




მსგავსი სიახლეები
ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად''- რევაზ სოხაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს
თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები Black Friday-ზე
ირაკლი კობახიძე რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა
ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას -საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ირაკლი კობახიძე რომში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრო
24 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს