,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი

 

ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, თუ ვერ ვთანხმდებით, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მოუსმენია.

„ჩვენ დეტალურად განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუ არსებობს შენიშვნები 7-დან რომელიმე გამოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შენიშვნა ამ გამოწვევებთან დაკავშირებით. გამოწვევა რომ გამოწვევა არ არის, ეს დღეს არავის უთქვამს. არის 7 გამოწვევა და მე მგონია, რომ შვიდივე გამოწვევაზე ყველა ვთანხმდებით. და თუ ეს გამოწვევები არსებობს, თუ გვაქვს გამოწვევები მაგალითად კადრების, პროგრამების, სახელმძღვანელოების, ინფრასტრუქტურის კუთხით, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ? და რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. მოვისმინეთ გარკვეული კრიტიკა, თუმცა ალტერნატიული ხედვა არავის წარმოუდგენია, თუნდაც ზოგად დონეზე. ჩვენ შეგვეძლო, დღეს მოგვესმინა განსხვავებული ხედვა, მაგალითად საკადრო პოლიტიკა ჩვენ ასე დავინახეთ, რომ ასე უნდა შეიცვალოს, შეიძლება, თქვენ გქონდეთ განსხვავებული აზრი, ან ინფრასტრუქტურის ნაწილში შეიძლება თქვენ გქონდეთ განსხვავებული ხედვა და ამაზეც შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ სტუდენტების 85% უნდა დარჩეს თბილისში, შეიძლება ეს სჯობს, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე არგუმენტებით. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, ახალი ფუნქცია შევძინოთ ქუთაისს და რუსთავს, ეს კარგია თუ ცუდია, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ არგუმენტებით. როდესაც ვამბობთ, რომ არ ვარგა, როდესაც არასრულ განაკვეთზე არის აკადემიური პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, იქნებ კარგია ეს, მაგრამ არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არგუმენტებით ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა, განვსაზღვრეთ გამოწვევები, 7 გამოწვევა და ამ გამოწვევების ფარგლებში ჩავშალეთ  კონკრეტული ქვეპრობლემები. თუ ვერ ვთანხმდებით ამაზე, მაშინ უნდა მოვისმინოთ განსხვავებული არგუმენტები თითოეულ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკურ საზოგადოებაში იმას, რომ მსჯელობა წარიმართება არა არგუმენტებით, არამედ ზოგადი განცხადებებით. მომავლისთვის კარგი იქნება, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემასთან დაკავშირებით. მაგალითად, არის კონკრეტული გამოწვევა, პირობითად - საკადრო პოლიტიკა. თუ ვინმე სხვანაირად ხედავს, უნდა გვითხრას, რომ სხვანაირად ხედავს და იქნებ სხვანაირად გავაკეთოთ. მე ვისურვებდი, სამომავლოდ, თუნდაც ინტერპელაციის ან ნებისმიერი სხვა პროცედურის ფარგლებში ასე ვიმსჯელოთ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს