„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი

 

რომელმაც უნივერსიტეტებიდან პროფესურა გაყარა, „ჩარეცხილები" უწოდა და ქონების მასიურად გაყიდვა დაიწყო, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, სოფო ხორგუანმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა.

„საქართველოს კონსიტუტიციის თავი 2. მუხლი 27 „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია". მოცემული კონცეფციით პარტია კარნახობს უმაღლეს სასწავლებლებს, რა უნდა ასწავლოს, სად უნდა ასწავლოს, ვინ უნდა ასწავლოს, ვის უნდა ასწავლოს და რამდენი ხანი უნდა ასწავლოს. დირექტივები მოდის პარტიიდან და არ მოდის აკადემიური გამოცდილებიდან. როგორ გესმით უმაღლესი განათლების იდეა? მხოლოდ ერთი ან ორი ტრადიციული პროფილის და ისტორიული გამოცდილების გათვალსიწინებით, რომელ ტრადიციებს გულისხმობთ?

დაწყებული გელათის აკადემიიდან, სადაც პეტრიწი მოღვაწეობდა, ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, რიტორიკას, გრამატიკას, ფილოსოფიას და ასტრონომიას. საუკეთესო უნივერსიტეტები გერმანიაში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ასწავლიდნენ მრავალ დისციპლინას და ასე არის ყველაზე საუკეთესოდ აღიარებულ უნივერსიტეტებში დღევანდელ მსოფლიოში. სადაც თქვენი შვილები სწავლობენ.

 

თქვენი კონცეფცია ამბობს, რომ სტუდენტები ქალაქში ფეხებში გვედებიან და უმჯობესია, თუ ქალაქის ბოლოს ან სულაც ორ ქალაქს შორის თავისთვის იყვნენ? თუ კი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ორი სავაჭრო მოლია, რამდენიმე უნივერსიტეტი, სტუდენტები და მასწავლებლები რატომაა ქალაქის გადატვირთვის მთავარი მიზეზი? ან რას უპირებთ დევნილობა გადატანილ უნივერსტეტებს. ომგამოვლილებს. ერთდროულად დასრულებული მე-11 და მე-12 კლასები ერთ წელიწადს, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი 18 და 17 წლის ახალგაზრდა დარჩება ქუჩაში.

საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება უკეთესი განათლებაა? შემოთავაზებული კონცეფცია ართმევს განათლების სამ წელს ადამიანს: ერთს სკოლაში, ერთს ბაკალვრიატზე და ერთს სამაგისტროზე. სამი წელი უკეთესი განათლების ნიშანია?

თქვენი კონცეფციით, შრომის ბაზარს უნდა იყოს მორგებული განათლების სისტემა. თუ ჩახედავთ შრომის ბაზარზე განცხადებებს, უმეტესობა კაზინოსა და მარკეტების პოზიციებზეა. კაზინოში თამაშის წარმდგენების, კარტის ამჩეხის, გაყიდვების მენეჯერისა და მაღაზიის კონსულტანტების მომზადების განათლებისკენ მიმავალი საქართველოა?

ისტორიის მქონე ქვეყნის ამბიციას ასე ეხმიანება თქვენი კონცეფცია, რომელშიც საერთოდ არ ისმის ადამიანი, რა უნდა ადამიანს, რისკენ მიდის ადამიანი. აქ ისმის მხოლოდ პარტიის დაკვეთაზე მომუშავე უნივერსიტეტები. აქ არ ისმის, რომ ადამიანს აქვს მნიშვნელობა.

რითი განსხვავდება განათლების თქვენეული კონცეფციის თავზე მოხვევა სააკაშვილის კამპანიისგან, რომელმაც პროფესურა გაყარა უნივერსიტეტიდან და მათ „ჩარეცხილები" უწოდა და ქონების მასიურად გაყიდვა დაიწყო. იყო დრო, როცა „ქართული ოცნებაც" იყო პროგრესული ძალა. ვიზეიმეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი. ვიყავით საიმედო პარტნიორები მეგობრებისთვის, მიუხედავად ბევრი პრობლემისა შინ და გარეთ, გვქონდა რწმენა, რომ უკეთესი საქართველოსკენ მივდიოდით. დღეს სად ვართ? თქვენ გამოუცხადეთ ბრძოლა ყველაფერს ქართულს, შემოგვაპარეთ ნეიტრალიტეტზე საუბრები. დღეს, აგერ გველაპარაკებით შაშკინივით, მიადექით განათლების სისტემას ნაჯახით. გინდათ, გააცოცხლოთ ის ნამგალი და ურო, ფასადზე რომ არის აკრული და ასე მართოთ საქართველო?

 

თქვენ გახდით ჯერ პარტიის პრობლემა და მერე მთელი ქვეყნის. გავრილოვს რომ ჭიქებს უჭახუნებდით და როცა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენეთ ქვეყანა, დაიმალეთ, თქვენი გადადგომის შესახებ განცხადებაც კი კალაძემ წაიკითხა. კორუფცია, ნარკოტრანზიტი, ქოლცენტრებიც, ხალხის გაღატაკება - აღიარეთ, როგორც იქნა. მაგრამ, მხოლოდ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა? თქვენი პასუხისმგებლობა სად არის? პარლამენტის თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის და მერე პრემიერის. ინტრიგები, ჭორები, ძალით დაჩაგვრდა და მერე დაცინვა. ეს არის თქვენი სტილი. მაგრამ არა ქართული! ჩაგვრა და დაცინვა არასოდეს ყოფილა ქართული.

ძალაუფლებას ჩაფრენილმა ვერ აიტანეთ ქართული სულისა და ენერგიის ამოხეთქვა, მაშინ, როცა ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვაერთიანეს გამარჯვების სიხარულით. რამდენიმე დღეში შემოგვიგდეთ კანონი და გახლიჩეთ ერი! შემდეგ შეაჩერეთ ევროინტეგრაცია. თქვენი პასუხისმგებლობაა, რაც ამას მოჰყვა. დასისხლიანებული ახალგაზრები, დაპატიმრებების დაუსრულებელი ტალღა.

განათლების ეს რეფორმაც ამას ემსახურება. უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავებას. თქვენ ვერ იღებთ არათუ განსხვავებულ აზრს, ვერ იტანთ ყველას, ვინც ტაშს არ გიკრავთ. მტრად და აგენტად აცხადებთ. თქვენ, რომელიც მოხვედით ჩვენნაირების ბრძოლის ზურგით, როცა თქვენ ევროპაში სწავლობდით, ჩვენ აქ ვიბრძოდით და ახლა გინდათ წაგვართვათ ჩვენი იმ წლების ბრძოლის სიმართლის რწმენაც. მხოლოდ იმიტომ, რომ სკამი გქონდეთ.

ამ კედლებს ბევრი რამე უნახავს, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა, მერე ტყვიების ზუზუნი, რევოლუციაც, განათლების სხვადასხვა რეფორმა, კიდევ ბევრი პრემიერი მოვა აქ ახალ-ახალი იდეებით. ბევრი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და კიდევ ბევრს გაუძლებს და გადარჩება. სანამ იმ ენაზე ვსაუბრობთ, ვეფხისტყაოსანი რომელზეც დაიწერა. სანამ მიუხედავად გაჭირვებისა, მამა-პაპის სახლს არ ტოვებენ ქართველი და მთელს მსოფლიოში მიმობნეულები თავის წილ საქართველოს ატარებენ. საქართველო გადარჩება. მაგრამ დარჩება კითხვა, ილიას კითხვა - დღეს ვის რა ვარგე?! რა ვარგეთ ჩვენ ჩვენს სამშობლოს?", - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი
,,ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი''- ირაკლი კობახიძე
,, Eagle hills-ის პროექტის შემთხვევაში უცხოელ მყიდველებს არავითარი სპეციალური პრივილეგიები არ ენიჭებათ''- ირაკლი კობახიძე
,,არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას''- ირაკლი კობახიძე
პრემიერი - როდესაც EAGLE HILLS-ის პროექტის ოპონენტები ხედავენ, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში 350 000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო, რათა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს და როდესაც მაინც კადრულობენ სპეკულირებას ასეთი თემებით, რა თქმა უნდა, ეს მათ ღირსებაზე მეტყველებს
,,მიგრაციასთან დაკავშირებითაც ხშირად მანიპულირებენ ციფრებით''- პრემიერი
საარჩევნო ადმინისტრაცია საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს