თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობის სექტორისთვის (FMCG) 2025 წელი შეაჯამა და პარტნიორებს, ტრადიციულად, ახალი კვლევა წარუდგინა.
ადგილობრივ ტენდენციებთან ერთად ღონისძიებაზე სტუმრებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა, პოლონეთის უმსხვილესი სასურსათო ქსელის - Żabka-ს - პოლონეთის ბიზნესის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მანიკოვსკიმ.
კომპანია 27 წელია ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს - ამ დროის განმავლობაში Żabka-ს ქსელი 7 ფილიალიდან 12 200-მდე ფილიალამდე გაიზარდა; მაღაზიათა ქსელი 2024 წელს პოლონეთის საფონდო ბირჟაზე დაილისტა და საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. Żabka პოლონეთის საზღვრებსაც გასცდა და აქტიურად იმკვიდრებს თავს რუმინეთში.
ბაზრის ზომისა და ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ქართული FMCG სექტორისთვის Żabka-ს გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სურსათითა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობა საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 2024 წლის მონაცემებით, სექტორის წილი მშპ-ში 15.4%-ს შეადგენს და ქვეყნის მასშტაბით 225 ათას ადამიანს ასაქმებს.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, FMCG სექტორი 2025 წელს მოსალოდნელზე სწრაფად, თითქმის 10%-ით, გაიზარდა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით კი, წლიურ ჭრილში ბაზრის ზომა 24.2 მილიარდ ლარს გაუტოლდება. FMCG ბაზრის 87% ამ ეტაპზე 5 უმსხვილეს კომპანიაზე ნაწილდება: „დეილი ჯგუფი", „ორი ნაბიჯი", „ნიკორა", „კარფური"და „აგროჰაბი".
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების 45% სწორედ სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე მოდის. მოქალაქეები კი პროდუქციის შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ფასებს აქცევენ.
თიბისი კაპიტალი მომდევნო წლებში FMCG სექტორში ზრდის ტემპის დასტაბილურებას პროგნოზირებს. კვლევის მიხედვით, მიგრანტების დანახარჯების კლების მიუხედავად, ხელფასებისა და ტურისტული შემოსავლების ზრდა, ასევე სარესტორნო ბიზნესის ბრუნვის მატება, სექტორის ზრდის წინაპირობაა.
FMCG სექტორის შესახებ კონფერენცია პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიას მოიცავდა. თემაზე - "ზრდის არქიტექტურა FMCG ინდუსტრიაში"- თიბისის წარმომადგენლებთან ერთად ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა იმსჯელეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ტიერი ჟულენმაც, რომელიც რეგიონში "კარფურის" ექსკლუზიური წარმომადგენლის - Majid Al Futtaim-ის - საერთაშორისო ზონის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცერია.
მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში -მარიამ ქვრივიშვილი
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ნოემბერს
PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე -შალვა პაპუაშვილი
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო