დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს.
პოლონური მედიის თანახმად, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს თემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში არა მხლოდ პოლონეთში.
„მინდა, დავამშვიდო ყველა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვდგავართ ასეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა ამა თუ იმ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ინტერპრეტაცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პოლონეთის პოზიცია ევროპაში ძლიერი დარჩეს და ეს ასევე ნიშნავს სასამართლოების პატივისცემას. მაგრამ, ამავე დროს, სადაც საკითხები უნდა გადაწყდეს ეროვნული სახელმწიფოსა და ეროვნული კანონმდებლობის მიერ, ჩვენ დავიცავთ ამ პრინციპს. საქმე იმაში არ არის, რომ ევროკავშირს შეუძლია ამ საკითხში რამე დაგვაკისროს. როგორც იცით, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საკუთარ საკანონმდებლო დებულებებზე, რომლებიც ამას ისე დაარეგულირებს, როგორც პოლონელების უმრავლესობა, საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
25 ნოემბერს, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ წევრი სახელმწიფო ვალდებულია, აღიაროს ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინება, თუ ის კანონიერად დაიდო ევროკავშირის სხვა ქვეყანაში. ეს ასევე ეხება იმ ქვეყნებს, სადაც ასეთი კავშირები არ არსებობს ეროვნული კანონმდებლობით. პოლონური მედია წერს, რომ გადაწყვეტილება არ მოითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანას და მხოლოდ მოითხოვს ადრე დადებული კავშირის სამართლებრივი შედეგების პატივისცემას.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს
,,დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი''- პრემიერი
ჯეი დი ვენსი: მედია იტყუება, რათა პრეზიდენტის გეგმები ჩაშალოს
მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - არსებობს განსახილველად მგრძნობიარე საკითხები - ზელენსკი
საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი ნატო-ს წევრობისთვის, ბურთი არის სრულად ალიანსის ტერიტორიაზე, კითხვების დასმა უნდა დასრულდეს -შალვა პაპუაშვილი
მარკ რუტე - საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი - იური უშაკოვი
,,ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით''-პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისს" სასამართლო დავა მოუგო
2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება- სოფია ვულდეფსი
„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი''- თინა ბოკუჩავა
„პოლიტიკო“ - ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება
,,ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი,''- პრემიერი
,,უკრაინელი ჯარისკაცი აცხადებს, რომ დონეცკის ქალაქი პოკროვსკი სრულად დაკარგულია''-უნიანი
,,სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება''-როიტერი
"ხაბეიშვილი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყო, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ინგლისური არ იცოდა და შემოგვტენეს, რომ აი ასეთია ქართველი" - ოთარ კახიძე
,, ტრამპის გეგმა რუსეთის პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება''- ანდრეი სიბიგა
"ოცნებამ" ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გაამართლა, ამით ომი გამოუცხადა იმ მოქალაქეებს, ვისაც დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და მოგვატყუა-სოფო ხორგუანი
უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა