პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც ყველაზე ნაკლები გაკეთდა გასული 13 წლის განმავლობაში და ეს გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ უმაღლესი განათლების რეფორმის გატარებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია თითოეული საკითხი სიღრმისეულად განხილვა.
„მე მგონია, რომ ისეთივე წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმას, როგორც წარმატებით პირადად მე უზუნველვყავი 7 არჩევნების მოგება, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ზოგადი განცხადებების ნაცვლად მომავალში მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ ხოლმე ყველა თემაზე. როდესაც არის საკითხები, გამოწვევები, გადაჭრის გზები, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულად განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან მომავალშიც იქნება სრული მზაობა ამისათვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინტერპელაციები, განხილვები, ანგარიშის მოსმენები წარიმართება სწორედ ასეთ ფორმატში. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდება. მადლობა განათლების მინისტრს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა''- პრეიმერი
,,მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, მათ თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი''- თენგიზ შარმანაშვილი
პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
,,დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი - შრომის ბაზარზე არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას''- პრემიერი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე
„იგლ ჰილსის“ პროექტიდან სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო''პრემიერი
ირაკლი კობახიძე - გვაქვს მკაცრი მიგრაციული პოლიტიკა, რაც გვაძლევს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას და ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალში მუშაობას
,,Eagle Hills-ის პროექტიდან სახელმწიფო ძირითად მოგებას იღებს გადასახადების სახით,''- პრემიერი